რეალი ბარსელონას გაუფრინდა

საქართველო 13-თებ, 18:399 Sportnews 2806 3





მართალია თებერვალში ჩემპიონები არ ხდებიან, მაგრამ 99 % "რეალი" ლა ლიგის ჩემპიონია, ამის თქმის მიზეზს კი ის 10 ქულა გვაძლევს, რომელიც "რეალს" და "ბარსელონას" შორისაა.

"რეალი" "ბარსელონას" გაუფრინდა

რაც უფრო გადის ტურები მით უფრო იზრდება სხვაობა "რეალს" და "ბარსელონას" შორის და კლებულობს ინტრიგა, არადა წესით პირიქით უნდა ყოფილიყო , ყოველ შემთხვევაში ამაზე მაინც უნდა ეზრუნა "ბარსელონას". რამდენიმე ტურის წინ ამ ორ გუნდს შორის სხვაობა 5 ქულას შეაგენდა. ყველა ("რეალის" გულშემატკივრების გარდა) ელოდა, რომ უახლოეს ტურებში "რეალი" დაკარგავდა ქულებს, კატალონიელები სხვაობას შეამცირებდნენ და ჩემპიონის ვინაობა მეორე "ელ კლასიკოში" გადაწყდებოდა, რომელიც "კამპ ნოუზე" გაიმართება. მაგრამ სამი ტურის შემდეგ "რეალი" "ბარსელონას" გაუფრინდა. ჰანდიკაპი გაორმაგდა და ახლა 10 ქულას შეადგენს. "ბარსელონამ" ჩემპიონობის ბრძოლისვთვის ხელი ჩაიქნია. ეს აშკაარაა.

მიუხედავად იმის, რომ ყველა "ბარსელონას" ფეხბურთელი და თავად მათი მწვრთნელი გვარდიოლა იძახის, რომ "ბარსელონა" დანებებას არ აპირებს, ვრწუმდებით, რომ ეს მხოლოდ სიტყვებია. ამის თქმის საშუალებას კი "ოსასუნა"-"ბარსელონას" შეხვედრა გვაძლევს, შეხვედრაში ანგარიში 2-0 რომ იყო "ოსასუნას" სასარგებლოდ გვარდიოლამ მოედანზე არ გამოიყვანა ჩავი-ინიესტა და ექსპერიმენტული შემადგენლობით გააგრძელა თამაში. ეს უკვე დანებებას ნიშნავს. ესპანურმა გამოცემამ "მარკამ" ამ შეხვედრის შემდეგ დაწერა, რომ "ბარსელონამ" პანაშვიდი გადაიხადა.

სრულიად განსხვავებული სიტუაციაა მადრიდის "რეალის" ბანაკში. "რეალი" 100 პროცენტით სერიოზულად ეკიდება თავის ნებისმიერ მეტოქეს და ამარცხებს კიდეც. "ელ კლასიკო", რომ არ ჩავთვალოთ ლა ლიგაში "რეალმა" ბოლოს ქულები 5-ე ტურში ანუ 17-ე ტურის წინ! დაკარგა. სწორედ ამის ხარჯზეა 10 ქულიანი ჰანდიკაპი. მიუხედავად "ელ კლასიკოში" გამარჯვების, 'ბარსელონამ" მაინც ვერ შეძლო და ვერ გაუწია კონკურენცია "რეალს". (ჯერ-ჯერობით ასეა ყოველ შემთხვევაში). როგორ შეიძლება "ელ კლასიკო" იყოს უინტრიგო, მაგრამ პრაგმატული თვალით თუ შევხედავთ და ჰანდიკაპი თუ არ შემცირდა მეორე "ელ კლასიკო" ინტერესს კარგავს.

რეალი ბარსელონას გაუფრინდა


"რეალი" 4-2 "ლევანტე"

მადრიდის "რეალმა" თავის 22-ე ტურის მატჩი გუშინ გვიან ღამით გამართა. "რეალმა" უკვე იცოდა, რომ მის მეტოქეს წაგებული ჰქონდა. ამის მიუხედავად "ლევანტემ" სენსაციურად დაიწყო და 5-ე წუთზე ანგარიში გახსნა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს "სანტიაგო ბერნაბეუზე" ერთგვარი ტრადიცია ჩამოყალიბდა. ბოლო სამ შეხვედრაში "ბერნაბეუზე" პირველი გოლი სწორედ "რეალის" მეტოქემ გაიტანა, მაგრამ საბოლოოდ "რეალმა" სამივე შეხვედრა მოიგო. (როგორც ჩანს "რეალი" 0-1 იწყებს შეხვედრას). "რეალმა" "ლევანტესთან" პირველივე ტაიმში გაათანაბრა. გოლი თერთმეტმეტრიანი დარტყმით რონალდუმ გაიტანა. პორტუგალიელმა შეხვედრაში ჰეთ-რიკი შეასრულა (განსაკუთრებით ლამაზი მისი მესამე გოლი იყო) , თავისი გოლი გაიტანა კარიმ ბენზემამ, მეორე ტაიმში ერთი გოლი "ლევანტემაც" გაიტანა და შეხვედრა 4-2 დასრულდა.



რეალი ბარსელონას გაუფრინდა


13 გამარჯვება ჩემპიონობისთვის

მატჩის შემდეგ "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ მისი გუნდი ჩემპიონი ჯერ არ გამხდარა. პორტუგალიელის თქმით "რეალს" ჯერ წინ უამრავი შეხვედრა აქვს და საჭიროა 13 მატჩის მოგება ჩემპიონობისთვის. შეიძლება სულაც არ გახდეს 13 მატჩის მოგება ჩემპიონობისთვის და ეს რიცხვი ბევრად შემცირდეს, თუ "ბარსელონამ" ისევ ისე გააგრძელა თამაში გასვლაზე.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარები 3

maisa 12-აპრ, 22:58

ბარსა ჯობია რეალს ბარსას ესპანეთის თასი არ აინტერესებს ბარსას ჩემპიოთა ლიგა უნდა 2 3 2 3

salome)) 15-თებ, 01:52

რეალი ჯობს!!! მაგრამ წელსაც ბარსა აიღებს თასს wink

demiko-villa 14-თებ, 17:14

- მოგესალმებით . მე ამ საიტზე პირველად ვარ და პირველ კომენტარს ვწერ . რაც სშეეხება სტატიას : ბარსა მაინც ჯობია რეალს , მართალია 10 ქულაა სხვაობა , მაგრამ ამ გუნდებს შორის ურთიერთ შეხვედრები მეტყველებს ყველაფერზე ... 2 2 16
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018