საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი - ზამთრის შესვენების შემდეგ

საქართველო 20-თებ, 00:479 Sportnews 1933 1





19 თებერვალს, ზამთრის შესვენების შემდეგ განახლდა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატი და უმაღლესი ლიგის გუნდებმა მეოცე ტურის მატჩები ითამაშეს.


განვლილი ტური მაინცდამაინც უხვგოლიანი არ გამოდგა. უგოლო ფრეები დაფიქსირდა „ბაია“ – „დილასა“ და „სიონი“ – „მერანის“ მატჩებში.


გორელთა შემადგენლობაში ბევრი ახალი სახე გამოჩნდა. ჩვენს ეროვნულ ჩემპიონატში დებიუტი ჰქონდათ ხორვატ გოლკიპერს - მარინ შკენდერსა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველ სანდრო გურულს.  


ფოთის „კოლხეთმა“ ამ სეზონში პირველი მატჩი ითამაშა განახლებულ სტადიონზე და მშობლიურ არენაზე დაბრუნება გამარჯვებით აღნიშნა - 2:0 „ვიტ ჯორჯიას“ წინააღმდეგ.  ცხინვალის „სპარტაკმა“ ქუთაისის „ტორპედოს“ თბილისში, „ბენდელას“ სტადიონზე უმასპინძლა და ასევე, 2:0 გაიმარჯვა.


რაც შეეხება „გაგრას“, საქართველოს თასის მოქმედი მფლობელი, საქართველოს მოქმედ ჩემპიონ „ზესტაფონს“ „შატილის“ ხელოვნურსაფარიან სტადიონზე დაუხვდა და მინიმალური ანგარიშით - 0:1 დამარცხდა. ზესტაფონელთა რიგებში დებიუტი გოლით აღნიშნა დავით რაჟამაშვილმა. იმერელთა ახალწვეულმა ბეგაშვილის კარის აღება მატჩის დებიუტში, მე-5 წუთზე, საჯარიმო დარტყმით შეძლო. ზესტაფონელებს კიდევ არაერთხელ ჰქონდათ მეტოქის კარის აღების შანსი, თუმცა, ყველა მათგანი ქარს გაატანეს.


ტურის ცენტრალური მატჩი კი, რუსთავში გაიმართა, სადაც „მეტალურგმა“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა. ეს შეხვედრა რამდენიმე თვალსაზრისით იყო საინტერესო: თბილისელთა მთავარი მწვრთნელის რანგში შედგა გიორგი დევდარიანის დებიუტი; მატჩი ასევე, სადებიუტო იყო რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელისათვის; დინამოელთა რიგებში შედგა ე.წ „დაბრუნება“ და ბოლოს, ამ შეხვედრაში წყდებოდა, ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი ბოლოსდაბოლოს იზეიმებდა თუ არა ეროვნული ჩემპიონატის ისტორიაში მე-500 გამარჯვებას.


შეიძლება ითქვას, რომ დინამოელებს ყველაფერი სასიკეთოდ აუხდათ და გიორგი დევდარიანსაც წარმატებული დებიუტი უნდა მივულოცოთ. ჩისკოსა და მერებაშვილის გოლების წყალობით, „დინამომ“ 2:0 გაიმარჯვა და ძალზე საჭირო ქულები მოიპოვა.


წარმატებული დებიუტი გამოუვიდა არჩილ ტვილდიანსაც. თბილისის „დინამოსა“ და საქართველოს 19-წლამდე ნაკრების ფეხბურთელმა, პირველივე შეხვედრაში საგოლე პასი მიითვალა, როცა მისი ზუსტი და მაღალი ჩაწოდების შემდეგ, ჩისკომ თავური დარტყმით აიღო ბედიაშვილის კარი. ამ გოლით, „დინამოს“ ესპანელი ლეგიონერი ბომბარდირთა დავაშიც დაწინაურდა. მის ანგარიშზე უკვე 10 გატანილი ბურთია.


მეორე ტაიმის საწყის წუთებში, რუსთაველთა უპირატესობა აშკარა იყო. ჟორჟიკაშვილის ფეხბურთელებმა ზედიზედ ორი საგოლე მომენტი შექმნეს - ჯერ ტატანაშვილის თავური ასცდა მცირედით ლორიას კარს; შემდეგ კი, ირაკლი სიხარულიძემ გაარტყა ძელს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შეხვედრაში წერტილი სერბეთიდან დაბრუნებულმა გიორგი მერებაშვილმა დასვა, რომელმაც სწრაფი ფლანგური გარღვევა გოლით დაასრულა - 2:0.


ტურის ცენტრალურ შეხვედრას, სფფ-ის პრეზიდენტთან ერთად, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი - თემურ ქეცბაიაც ესწრებოდა, რომელიც თბილისში შაბათს ჩამოვიდა. სავარაუდოდ, 2-3 დღეში, „ჯვაროსანთა“ თავკაცი 29 თებერვლის ამხანაგური მატჩისთვის გამოძახებულ ფეხბურთელთა სრულ სიასაც გამოაცხადებს.


 


კოლხეთი - ვიტ ჯორჯია 2:0 (1:0)


ფოთი, სტადიონი „ფაზისი“


კოლხეთი: ნადირაშვილი, ფოფხაძე, ცხვიტარია, ლომაშვილი, გაბუნია, გოგონაია, გვალია (ცხადაია 89), სიჭინავა (ქებაძე 57), წურწუმია, პავლიაშვილი, ტუღუში (ციცხვაია 76)


მთ.მწვრთნელი - დავით მახარაძე


ვიტ ჯორჯია: ძაძამია, ადამაძე, კასრაძე, ხურცილავა, ღანიაშვილი, გურამ გურეშიძე, ჩიმაკაძე, ზაქრაძე (ვაშაკიძე 62), კორიფაძე, ჯანელიძე, ვასაძე (კუხალეიშვილი 79)


მთ.მწვრთნელი - ზურაბ ბერიძე


ჩიმაკაძემ ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი (65 - მეკარე)


გაფრთხილება: ტუღუში, ვასაძე, ძაძამია, გოგონაია, წურწუმია, გვალია


მსაჯი: ლ.სილაგავა


 


ბაია - დილა 0:0


ზუგდიდი, „ბაიას“ საწვრთნელი ბაზა


ბაია: სომხიშვილი, პაჭკორია, ტყემალაძე, კუტალია, სიხარულია, კუკავა (ლომია 59), ეხვაია (ფარჯიკია 70), აფაქიძე, ენდელაძე, ტყებუჩავა, აკობია


მთ.მწვრთნელი - გოჩა ტყებუჩავა


დილა: შკენდერი, ინწკირველი, ალადაშვილი, თოთაძე, მეგრელიშვილი, არზიანი (კანდელაკი 80), ნ.ნოზაძე (გ.ხუბუა 70), შ.კაშია, გურული, კახელიშვილი, რ.ჯიქია (ლექვთაძე 61)


მთ.მწვრთნელი - თემურ მახარაძე


გაფრთხილება: სიხარულია, არზიანი, კუტალია, თოთაძე


მსაჯი: მ.ბეუქლიშვილი


 


სპარტაკი - ტორპედო 2:0 (2:0)


თბილისი, სტადიონი „ბენდელა“


სპარტაკი: ნადირაძე, ჭაფოძე, ლომაია, ორბელაძე, ნ.მაისურაძე, ჩივაძე (მ.ჯიშკარიანი 87), შონია, კილასონია, ჩაფიძე (სამხარაძე 80), მელქაძე, გაბაშვილი (შარაშენიძე 61)


მთ.მწვრთნელი - ვლადიმერ ხაჩიძე


ტორპედო: მიგინეიშვილი, კვახაძე, ფარულავა, რიგვავა, ლემონჯავა, გ.დათუნაიშვილი, დიღმელაშვილი, დოლიძე (იოსელიანი 65), თარხნიშვილი (კუხიანიძე 56), საბანაძე (ფეიქრიშვილი 46), გოცირიძე


მთ.მწვრთნელი - გია გეგუჩაძე


გოლები: ჩაფიძე (12), მელქაძე (32)


გაფრთხილება: ნ.მაისურაძე


მსაჯი: ლ.კვარაცხელია


 


სიონი - მერანი 0:0


თბილისი, სტადიონი „მარაკანა“


სიონი: ბობღიაშვილი, კობაური, სვანიძე, ქემოკლიძე, ჩიკვილაძე, ჯოჯუა, კაციტაძე, ჭანკოტაძე (ხიდეშელი 68), ბოლქვაძე, გველესიანი (ოქროპირიძე 75), მეტრეველი


მთ.მწვრთნელი - ხვიჩა ქასრაშვილი


მერანი: შეროზია, იობაშვილი, კიკალიშვილი, სუხიაშვილი, გეგეჭკორი, დიდავა, მანწკავა, ე.გრიგალაშვილი, ჩალაძე (ტორაძე 77), ბოხუა (ამბროლაძე 58), ტაპე


მთ.მწვრთნელი - მალხაზ ჟვანია


გაფრთხილება: შეროზია


გაძევება: სვანიძე (72)


მსაჯი: დ.ხარიტონაშვილი


 


გაგრა - ზესტაფონი 0:1 (0:1)


თბილისი, სტადიონი „შატილი“


გაგრა: ბეგაშვილი, ტყეშელაშვილი, ხუციძე, ჭკუასელი, ჯიშკარიანი, ხოჯაშვილი, ჯერემია, როსტიაშვილი (კვანტალიანი 65), ყურულაშვილი, სარდალიშვილი (ყიფიანი 58), ზვიადაძე (ლ.სეთურიძე 85)


მთ.მწვრთნელი - ლევან ხომერიკი


ზესტაფონი: კვასხვაძე, ღონღაძე, ონიანი, კობახიძე, ელიავა, მენთეშაშვილი (შარიქაძე 46), გორგიაშვილი, რაჟამაშვილი, სამუშია (თ.გრიგალაშვილი 58), მუჯირი (გაგოშიძე 77), წინამძღვრიშვილი


მთ.მწვრთნელი - გია ჭიაბრიშვილი


გოლი: რაჟამაშვილი (5)


გაფრთხილება: ჯერემია, წინამძღვრიშვილი


მსაჯი: თ.გვანცელაძე


 


მეტალურგი - დინამო 0:2 (0:1)


რუსთავი, სტადიონი „ფოლადი“


მეტალურგი: ბედიაშვილი, სეთურიძე, მახვილაძე, კვარაცხელია, ჯაფარიძე, დობროვოლსკი (გავაშელიშვილი 80), რაზმაძე, ქავთარაძე, მაისურაძე (ოთარიშვილი 72), მიქაბერიძე (სიხარულიძე 46), ტატანაშვილი


მთ.მწვრთნელი - კობა ჟორჟიკაშვილი


დინამო: ლორია, თომაშვილი, კვეკვესკირი, ოდიკაძე, ტვილდიანი, ჯიღაური, კოშკაძე (პაპავა 58), ძარია, რობერტინიო (ალვარო 65), კოტო, ჩისკო (მერებაშვილი 54)


მთ.მწვრთნელი - გიორგი დევდარიანი


გოლები: ჩისკო (15), მერებაშვილი (75)


გაფრთხილება: მახვილაძე, რობერტინიო


მსაჯი: გ.ვადაჭკორია


ჩემპიონატის ცხრილს კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს „ზესტაფონი“ 45 ქულით.


მომდევნო, 21-ე ტურის მატჩები 22 თებერვალს გაიმართება და ერთმანეთს შეხვდებიან:


დინამო - სიონი


ვიტ ჯორჯია - სპარტაკი


დილა - მეტალურგი


ზესტაფონი - ბაია


მერანი - კოლხეთი


ტორპედო - გაგრა


სფფ-ის პრესსამსახური




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარები 1

ბაიერნელი 20-თებ, 11:41

დინამოს დაუბრუნოთ ძველი დიდება
კომენტარის დატოვება






რეკლამა