ლიდერებმა იმარჯვეს (საქართველოს ჩემპიონატი)

საქართველო 22-თებ, 22:429 Sportnews 1529 0






დღეს გაიმართა საქართველოს ჩემპიონატის მე-19 ტურის მატჩები, აღსანიშნავია, რომ სამივე ლიდერა მოახერხეს გამარჯვება.

თბილისის "დინამო" ჩემპიონატის ბოლო ადგილოსანი "სიონი" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი ძარიამ გაიტანა 90-ე წუთზე, რომელიც მისი პირველი გოლი გახლდათ "დინამოს" შემადგენლობაში.

ჩემპიონატის ლიდერმა და მოქმედმა ჩემპიონმა "ზესტაფონმა" ასევე მინიმალური ანაგარიშით დაამარცხა "ბაია". შეხვედრის ერთადერთი გოლის ავტორი კი გრიგალაშვილმა 79-ე წუთზე გაიტანა.

ყველაზე უხვგოლიანი მატჩი ქუთაისის "ტორპედოსა" და "გაგრას" შორის შედგა. ქუთათურებმა მეტოქეს 5 გოლი გაუტანეს, გაგრელებმა კი მხოლოდ ორი ბურთის გაქვითვა შეძლეს.


საქართველოს ჩემპიონატი. XIX ტური
ვიტ ჯორჯია-სპარტაკი 0:0 (0:0)

ზესტაფონი-ბაია 1:0 (0:0)
გოლები: 1:0 გრიგალაშვილი (79)

მერანი-კოლხეთი 0:2 (0:1)
გოლები: 0:1 პავლიაშვილი (43), 0:2 ტუღუში (85,პენ.)

დინამო-სიონი 1:0 (0:0)
გოლები: 1:0 ძარია (90)

ტორპედო-გაგრა 5:2 (3:1)
გოლები: 1:0, 2:0 გოცირიძე (22, 24), 2:1 სარდალიშვილი (36), 3:1, 4:1 დათუნაიშვილი (45, 46), 4:2 ტყეშელაშვილი (51, პენ.), 5:2 საბანაძე (90)

დილა-მეტალურგი (გადაიდო 1 მარტისთვის)



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018