საქართველო
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი - გადადებული ტური

22 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის XIX ტურის გადადებული მატჩები გაიმართა. თუმცა, სფფ-ის საშეჯიბრო კომიტეტი „გადადებულის გადადებას“ კვლავ ვერ ასცდა. საუბარია დილა - მეტალურგის მატჩზე, რომელიც „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე უნდა გამართულიყო, მაგრამ იმის გამო, რომ ეროვნულ ნაკრებს 29 თებერვალს წლის პირველი ამხანაგური მატჩი აქვს ჩასატარებელი ვაკის არენაზე და ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო, მოედანი ამ დღისთვის სრულ მზადყოფნაში უნდა იყოს, გორისა და რუსთავის გუნდების დაპირისპირება 1 მარტს გაიმართება.


დიდი ხნის პაუზის შემდეგ, ბოლნისის „სიონთან“ მატჩში, მშობლიურ სტადიონს დაუბრუნდა ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი. თუმცა, რომ არა შეცლაზე შესული ირაკლი ძარიას ერთადერთი გოლი მატჩის უკანასკნელ წუთზე, „დინამო“ უგოლო ფრეს დასჯერდებოდა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მატჩის შედეგს, არც ერთი გუნდისთვის პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონია.  


დიდი უპირატესობის მიუხედავად, გიორგი დევდარიანის ფეხბურთელებმა უკანასკნელ წუთამდე ვერაფრით მოახერხეს მეტოქის კარის აღება. ამ მატჩში შედგა „დინამოელთა“ ორი ახალწვეულის - გოგიტა გოგუასა და ანდრეუს დებიუტი.


გასულ ტურში, ფოთელებთან მარცხის შემდეგ, საკუთარ სტადიონზე „სპარტაკთან“ უგოლო მატჩი ითამაშა „ვიტ ჯორჯიამ“. ამ მატჩს ორივე გუნდისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა და ფრე არც ერთს არ აწყობდა, ვინაიდან ამ მატჩის შედეგით, სხვა გუნდებმა უფრო იხეირეს.


მორიგი გამარჯვება მოიპოვა „ზესტაფონმა“ და გასული ტურის მსგავსად, კვლავ მინიმალური სხვაობით - 1:0. ჭიაბრიშვილის ფეხბურთელებმა, შოთა გრიგალაშვილის გოლით, საკუთარ მოედანზე ზუგდიდის „ბაია“ დაამარცხეს.


ფოთის „კოლხეთმა“ კი, ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და ამით, ფაქტიურად, თავი დააღწია ე.წ „დასაქვეითებელ ზონას“. ზუგდიდში, „ბაიას“ ბაზაზე მასპინძლის სტატუსით მოთამაშე მარტვილის „მერანს“ ფოთელებმა ორი უპასუხო ბურთი გაუტანეს.


გასულ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, ქუთათურები სერიოზულად მოტივირებულები გავიდნენ მოედანზე და გადარჩენისთვის მებრძოლ „გაგრასთან“, პირველივე ტაიმში სერიოზული უპირატესობა მოიპოვეს - 3:1. სწორედ, ეს მატჩი აღმოჩნდა ამ ტურში ყველაზე გოლუხვი. გეგუჩაძის ფეხხბურთელების მიერ 5 გატანილ ბურთს, „გაგრელებმა“ მხოლოდ ორით უპასუხეს - 5:2 „ტორპედოს“ სასარგებლოდ. შედეგად, სატურნირო ცხრილში „გაგრა“ მეათე ადგილზე ჩამოქვეითდა.


 


დინამო - სიონი 1:0 (0:0)


თბილისი, სტადიონი „ბორის პაიჭაძე“


დინამო: ლორია, თომაშვილი, კვეკვესკირი, ტვილდიანი, ხმალაძე (ოდიკაძე 46), ანდრეუ, ალვარო, ჯიღაური (ძარია 72), მერებაშვილი, გოგუა, იაგუე (რობერტინიო 48)


მთ.მწვრთნელი - გიორგი დევდარიანი


სიონი: ბობღიაშვილი, კობაური, ოქროპირიძე, ქემოკლიძე, ჩიკვილაძე, კაციტაძე, ჯოჯუა, გველესიანი, ჭანკოტაძე (ხიდეშელი 61), მეტრეველი, უგულავა (ჩხეტიანი 39)


მთ.მწვრთნელი - ხვიჩა ქასრაშვილი


გოლი: ძარია (90+1)


გაფრთხილება: ალვარო, მეტრეველი, კვეკვესკირი


მსაჯი: ხ.გაგნიძე


 


ვიტ ჯორჯია - სპარტაკი 0:0


მცხეთა, სტადიონი „მცხეთა პარკი“


ვიტ ჯორჯია: რეჭია, ადამაძე, კასრაძე, ხურცილავა, ღანიაშვილი, გურამ გურეშიძე, ზაქრაძე (ვაშაკიძე 63), კორიფაძე (კუხალეიშვილი 89), ჯანელიძე, ვასაძე, ჩიმაკაძე


მთ.მწვრთნელი - ზურაბ ბერიძე


სპარტაკი: ნადირაძე, ლომაია, ჭაფოძე, ტეტუნაშვილი, ნ.მაისურაძე, შარაშენიძე (მ.ჯიშკარიანი 56), შონია, ჩივაძე (გიორგი გურეშიძე 46), ჩაფიძე, სამხარაძე (გაბაშვილი 58), მელქაძე


მთ.მწვრთნელი - ვლადიმერ ხაჩიძე


გაფრთხილება: გიორგი გურეშიძე, ზაქრაძე, ადამაძე


მსაჯი: დ.ხარიტონაშვილი


 


ზესტაფონი - ბაია 1:0 (0:0)


ზესტაფონი, სტადიონი „დავით აბაშიძე“


ზესტაფონი: კვასხვაძე, თ.გრიგალაშვილი, ონიანი, კობახიძე, ელიავა, მენთეშაშვილი (სამუშია 51), გორგიაშვილი, რაჟამაშვილი (შ.გრიგალაშვილი 43), შარიქაძე, მუჯირი (ს.ლომია 67)


მთ.მწვრთნელი - გია ჭიაბრიშვილი


ბაია: სომხიშვილი, პაჭკორია, ტყემალაძე, კუტალია, სიხარულია, კუკავა, ეხვაია (გაბედავა 24), აფაქიძე (ქვარცხავა 52), ენდელაძე (შ.ლომია 68), ტყებუჩავა, აკობია


მთ.მწვრთნელი - გოჩა ტყებუჩავა


გოლი: შ.გრიგალაშვილი (80)


გაფრთხილება: ტყებუჩავა, ონიანი


მსაჯი: გ.ვადაჭკორია


 


მერანი - კოლხეთი 0:2 (0:1)


ზუგდიდი, „ბაიას“ საწვრთნელი ბაზა


მერანი: შეროზია, გეგეჭკორი, ჟვანია, სუხიაშვილი, იობაშვილი, დიდავა, ე.გრიგალაშვილი, ვართაგავა (წოწორია 46), ამბროლაძე (ტაპე 46), ბოხუა (ჩალაძე 67), ტორონჯაძე


მთ.მწვრთნელი - მალხაზ ჟვანია


კოლხეთი: ნადირაშვილი, ფოფხაძე, ცხვიტარია, ლომაშვილი, გაბუნია, ქებაძე (სიჭინავა 50), ცხადაია (გ.კილასონია 74), გვალია, პ.დათუნაიშვილი (ბოიომო 90), პავლიაშვილი, ტუღუში


მთ.მწვრთნელი - დავით მახარაძე


გოლები: პავლიაშვილი (38), ტუღუში (85 პენ)


გაფრთხილება: პ.დათუნაიშვილი, ტუღუში, ვართაგავა, იობაშვილი


მსაჯი: ჯ.ხორავა


 


ტორპედო - გაგრა 5:2 (3:1)


ქუთაისი, ცენტრალური სტადიონი


ტორპედო: მიგინეიშვილი, კვახაძე, გამეზარდაშვილი, რიგვავა, გ.გურული, გ.დათუნაიშვილი, დიღმელაშვილი (ფირცხალავა 80), დოლიძე (საბანაძე 74), კუხიანიძე (იოსელიანი 63), თარხნიშვილი, გოცირიძე


მთ.მწვრთნელი - გია გეგუჩაძე


გაგრა: მაღრაძე, ტყეშელაშვილი, ჯგერენაია (ლ.სეთურიძე 64), ხუციძე, ჭკუასელი, ნ.ჯიშკარიანი, ხოჯაშვილი, როსტიაშვილი, ყურულაშვილი (კიკნაველიძე 26), სარდალიშვილი (ყიფიანი 46), ზვიადაძე


მთ.მწვრთნელი - ლევან ხომერიკი


გოლები: გოცირიძე (22, 24), სარდალიშვილი (36), გ.დათუნაიშვილი (45, 48), ტყეშელაშვილი (51 პენ), საბანაძე (90)


გაფრთხილება: ყიფიანი, ნ.ჯიშკარიანი


მსაჯი: ა.კრიჭაშვილი


 


მომდევნო, XXI ტურის მატჩები 26 თებერვალს გაიმართება:


დინამო - ბაია


დილა - გაგრა


სიონი - კოლხეთი


მერანი - მეტალურგი


ზესტაფონი - სპარტაკი


ტორპედო - ვიტ ჯორჯია


სფფ-ის პრესსამსახური












კომენტარის დამატება
  • Группа: წევრი
  • Регистрация: 1.05.2012
  • Статус: Пользователь offline
  • 328 комментариев
  • 1 публикация
^
რაულიტო,
კაი და ხარისხიანი სიახლეა.
  • Alex_Song

  • 23 თებერვალი 2012 20:11
  • Группа: წევრი
  • Регистрация: 23.08.2011
  • Статус: Пользователь offline
  • 433 комментария
  • 268 публикаций
^
ისე ორი გადადებული თამაში მეც მაქვს
  • Sportnews

  • 23 თებერვალი 2012 18:54
  • Группа: system operator
  • Регистрация: 12.09.2010
  • Статус: Пользователь offline
  • 2783 комментария
  • 5459 публикаций
^
giorgibarsa,
სფფ ს დაწერილია

--------------------
  • giorgibarsa

  • 23 თებერვალი 2012 18:42
  • Группа: წევრი
  • Регистрация: 22.10.2011
  • Статус: Пользователь offline
  • 127 комментариев
  • 67 публикаций
^
საღოლ გოგა ძაან დიდი და ხარისხიანი სიახლეა belay