ჯვაროსანთა საალბანეთო განაცხადი ცნობილია

საქართველო 23-თებ, 18:459 Sportnews 1389 6






საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - თემურ ქეცბაიამ იმ ფეხბურთელთა სია დაასახელა, რომლებიც 29 თებერვალს, ალბანეთის ნაკრებთან გასამართი ამხანაგური მატჩისთვის ეროვნულ გუნდში არიან გამოძახებულები:


მეკარეები


ნუკრი რევიშვილი  („კრასნოდარი“, რუსეთი), გიორგი ლორია  („დინამო“ თბილისი), როინ კვასხვაძე („ზესტაფონი“)


მცველები


ზურაბ ხიზანიშვილი („ქაისერისპორი“, თურქეთი), უჩა ლობჟანიძე  („კრივბასი“, უკრაინა), ალექსანდრე ამისულაშვილი („კრასნოდარი“, რუსეთი), გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), გია გრიგალავა („ვოლგა“, რუსეთი), აკაკი ხუბუტია („სამსუნსპორი“, თურქეთი), დავით კვირკველია („ანორთოსისი“, კვიპროსი), მამუკა კობახიძე („ზესტაფონი“)


ნახევარმცველები


მურთაზ დაუშვილი („კარპატი“ ლვოვი, უკრაინა), ჯანო ანანიძე („სპარტაკი“ მოსკოვი, რუსეთი), სანდრო კობახიძე („არსენალი“ კიევი, უკრაინა), შოთა გრიგალაშვილი („ზესტაფონი“),თორნიკე გორგიაშვილი („ზესტაფონი“), ლევან ყენია („შალკე 04“, გერმანია), ირაკლი ძარია („დინამო“ თბილისი), ჯაბა კანკავა („კრივბასი“, უკრაინა)


თავდამსხმელები


ოთარ მარცვალაძე („კრასნოდარი“, რუსეთი), დავით თარგამაძე („ილიჩევეცი“, უკრაინა), ლადო დვალიშვილი („პოლონია“, პოლონეთი), ნიკოლოზ გელაშვილი („ბოხუმი“, გერმანია)


„ჯვაროსნებში“ ორი დებიუტანტია - „ზესტაფონის“ ახალგაზრდა მცველი მამუკა კობახიძე, რომელიც აქამდე მხოლოდ ახალგაზრდული ნაკრების ღირსებას იცავდა და „დინამოში“ ახლადგადასული, ყოფილი „ზესტაფონელი“ ნახევარმცველი ირაკლი ძარია.


ეროვნული გუნდი საწვრთნელ შეკრებას 27 თებერვალს, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“, დილიდან  დაიწყებს. სავარჯიშო გრაფიკისა და მატჩისწინა პრესკონფერენციის შესახებ, სფფ-ის ოფიციალური ვებ-გვერდიდან შეიტყობთ.


საქართველოსა და ალბანეთის ამხანაგური მატჩი კი, 29 თებერვალს, 18:00 საათზე, „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ამჯერად, დასწრება უფასოა.


სფფ-ის პრესსამსახური




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 6

iremadze 24-თებ, 02:16

მე მიხარია ლევან ყენია დავით ტარგამაძე ნიკოლოზ გელაშვილი ი ასეტი თავდასხმით ვითამასჰებთ 7 10 wink

მთავარია ვიბრზოლოთ ვინც იბრზვის ის იმარჯვებს ველოდები 29 როდის მოვა 7 7 7 7 7 10 10 10 7 7 7 7 7 მე მიყვარს ჩემი გუნდი გაუმარჯოს 8 საქარტველოს 8

admin 23-თებ, 22:25

კარგია ბევრი ახალი სახეა ნაკრებში, ყენიაც მათ შორის

giorgibarsa 23-თებ, 18:55

შენ კიდე ხო მარა ისე მე ჟურნალისტტს როდესმე მომცემთ?

Sportnews 23-თებ, 18:54

giorgibarsa,
ოფიციალური წყაროდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან არის დადებული და მე თვითონ ვერ მოვიგონებ ეროვნული ნაკრების საალბანეთი განაცხადს tongue

giorgibarsa 23-თებ, 18:52

კი კარგია მარა შენ რაღატო აკოპირებ?
თან მსოფლიოსპორტიდან

Sportnews 23-თებ, 18:46

ვიგებთ ამ შეხვედრას , თარგამაძე და მარცვალაძე შეაგდებენ , ყენო ბრუნდება 8
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018