კობახიძე:"კონკურენცია ყოველთვის სასარგებლოა"

საქართველო 26-თებ, 18:189 FCB 2293 1






კიევის "არსენალის" ნახევარმცველმა ქართველმა ალექსანდრ კობახიძემ უკრაინულ პრესას ვრცელი ინტერვიუ მისცა.


– ალექსანდრე, როგორც ჩანს შესანიშნავ ფორმაში ხართ?

– არა, ფორმის პიკში ყოფნას მარტის დასაწყისში ვაპირებ. ზამთარში შტაგონებას მწვრთნელის ნდობა მაძლევს, რომელსაც ცუდად არ გამოვიყენებ. ვთვლი, რომ თუ ვარჯიშზე მიდიხარ, ბოლომდე უნდა დაიხარჯო.

– შეგვახსენეთ, რამდენ სპარინგში მიიღეთ მონაწილეობა "არსენალის" მაისურით?

– ოთხში. 3ში 45 წუთი დავყავი მოედანზე, მეოთხე შეხვედრაში კი საათზე მეტი.

– ალბათ ეს ცოტა დროა, რომ გულშემატკივარმა დაინახოს შენი შესაძლებლობები..

– მე ასე არ ვთვლი. ლეონიდ კუჩიკმა დაამტკიცა, რომ შესანიშნავი სპეციალისტია. ყოველი სპარინგის წინ იგი მეუბნებოდა თუ რა უნდა გამეკეთებინა მოედანზე. მატჩის შემდეგ კი განიხილავდა ჩემს თამაშს. მე ვცდილობ ყველაფერი ზედმიწევნით გავაკეთო, რასაც მწვრთნელი მეტყვის და ეს ჩემთვის მთავარია.

– არ განიცდით, რომ ნაკრებსი წასვლის შემდეგ, "მეთოფეების" რიტმიდან ამოვარდებით..

– თქვენ მეუბნებით, რომ კონკურენტები ჩემს ადგილს დაიკავებენ? ამის არ მეშინია. კონკურენცია ნებისმიერი გუნდისთვის სასარგებლოა. ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ მე მეტი უნდა ვიმუშაო. ჩვენ მაღალი კლასის შემსრულებლები გვყავს, ამიტომ კარგად ვასაპრეზობთ. როდესაც ოფიციალური მატჩები მოვა, მწვრთნელი გადაწყვეტს სასტარტო შემადგენლობაში ვიქნები, თუ შეცვლაზე დავემატები გუნდს.

– იცით რა პროგრამა გელით საქართველოს ეროვნულ ნაკრებში?

– ბაზაზე 27 თებერვალს მივალ. ალბანელებთან მატჩამდე, რომელიც 29 თებრვალს ტარდება, გავივლით როგორც თეორიულ ისე სავარჯიშო ტრენინგებს. ჩვენს ტრენერს თემურ ქეცბაიას სურს, რომ ამ მატჩიდან შეარჩიოს ფეხბურთელები, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურს ითამაშებენ. რამდენიმე ახალი ფეხბურთელიც დაგვემატება, ამიტომ ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ და დავამტკიცოთ ჩვენი სიძლიერე.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 1

FCB 26-თებ, 18:19

აპინვა არ აწყენდა..
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018