საქართველო
ეროვნული ჩემპიონატი - დათოვლილი ზესტაფონი და თოვლბურთი ქუთაისში

26 თებერვალს, საქართველოს სტადიონებზე XXI ტურის მატჩები გაიმართა. ზესტაფონში მოსულმა უხვმა ნალექმა, სფფ-ის საშეჯიბრო კომიტეტი და მასპინძელი კლუბი აიძულა, ზემოიმერლებსა და „სპარტაკს“ შორის გასამართი მატჩი გადადებულიყო. დათოვლილ მოედანზე სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა „ზესტაფონის“ პრესსამსახურმა ოპერატიულად განათავსა თავის ვებ-გვერდზე.


თოვდა ქუთაისშიც, თუმცა, იქ მატჩი მაინც გაიმართა და საბოლოოდ, უშეღავათო ბრძოლაში წარმართული ე.წ „თოვლბურთი“ ქუთათურებსა და „ვიტ ჯორჯიას“ შორის ფრედ - 2:2 დასრულდა.


„მცხეთა პარკზე“ კი, მასპინძლის სტატუსით მოთამაშე  გორის „დილამ“, საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნებული მათე ვაწაძის ერთდერთი გოლის წყალობით დაამარცხა „გაგრა“. ამ მარცხის შემდეგ, ზვიად ჯელაძის გუნდი საბოლოოდ გააუტსაიდერდა.


ზუგდიდში, „ბაიას“ ბაზაზე გამართულ შეხვედრაში კი, სეზონის განახლების შემდეგ აღებული უიღბლო სტარტი „მეტალურგთან“ წაგებით გააგრძელა მარტვილის „მერანმა“. 0:1 წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ, კობა ჟორჟიკაშვილის ფეხბურთელებმა მეორე ნახევარში მეტოქის კარში ორი ბურთის გატანა შეძლეს და შინ 3 ქულით დაბრუნდნენ. „მერანს“ კი, უშუალო კონკურენტთან წაგების შემდეგ, სანერვიულო მოემატა და დარჩენილ ტურში, „ბაიასთან“ მოუწევს უშეღავათო ბრძოლა.


„დინამოს“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, ზედიზედ მესამე გამარჯვება ჩაიწერა აქტივში გიორგი დევდარიანმა. საშინაო არენაზე მოთამაშე „ლურჯ-თეთრებმა“, დიდი უპირატესობის მიუხედავად, პირველი ტაიმი უგოლოდ ითამაშეს ზუგდიდის „ბაიასთან“. მეორე ტაიმში კი, ერთბაშად „აიწყვიტეს“ და მეტოქეს 5 გოლი გაუტანეს. ძირითადად, 17-18 წლის მოთამაშეებით დაკომპლექტებულმა ზუგდიდურმა კლუბმა ცუდი შთაბეჭდილება ნამდვილად არ დატოვა. პირიქით, ახალგაზრდა ფეხბურთელები თავგამოდებით იბრძოდნენ, თუმცა, გამოცდილი და შემდგარი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ ტიტულოვან მეტოქესთან ვერას გახდნენ. ერთადერთი საპასუხო ბურთი, ზუგდიდელთაგან, 17 წლის ავთო ენდელაძემ გაიტანა.


დინამო - ბაია 5:1 (0:0)


თბილისი, „ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა“


დინამო: ლორია, თომაშვილი, ოდიკაძე, კვეკვესკირი, ტვილდიანი, კოშკაძე (პაპავა 75), ძარია, გოგუა, კოტო (რობერტინიო 53), მერებაშვილი, ჩისკო (ჯიღაური 18)


მთ.მწვრთნელი - გიორგი დევდარიანი


ბაია: სომხიშვილი, პაჭკორია, ტყემალაძე, ქვარცხავა (აქუბარდია 54), კუტალია, სიხარულია, კუკავა (ფარჯიკია 77), აფაქიძე, ენდელაძე (ახვლედიანი 81), გაბედავა, აკობია


მთ.მწვრთნელი - გოჩა ტყებუჩავა


გოლები: კოშკაძე (47), კოტო (52), ენდელაძე (68), მერებაშვილი (76 პენ), ძარია (82), გოგუა (90+2)


გაფრთხილება: სიხარულია, პაჭკორია, ოდიკაძე, ლორია


მსაჯი: დ.ხარიტონაშვილი


 


დილა - გაგრა 1:0 (0:0)


მცხეთა, სტადიონი „მცხეთა პარკი“


დილა: შკენდერი, ალადაშვილი, სალუქვაძე, თოთაძე (მეგრელიშვილი 46), ინწკირველი, არზიანი, შ.კაშია (ჯიქია 61), ლექვთაძე (ვაწაძე 74), კახელიშვილი, ილურიძე, რ.ბარაბაძე


მთ.მწვრთნელი - თემურ მახარაძე


გაგრა: ბეგაშვილი, ტყეშელაშვილი, ხუციძე, ჯგერენაია, ნ.ჯიშკარიანი, ხოჯაშვილი, ჭკუასელი, როსტიაშვილი (კობერიძე 57), ყიფიანი, ზვიადაძე (ყურულაშვილი 69), ჯერემია


მთ.მწვრთნელი - ზვიად ჯელაძე


გოლი: ვაწაძე (81)


გაფრთხილება: ჯგერენაია, არზიანი


მსაჯი: ლ.სილაგავას


 


სიონი - კოლხეთი 0:0


ბოლნისი, სტადიონი „თეიმურაზ სტეფანია“


სიონი: ბობღიაშვილი, კობაური, სვანიძე, ქემოკლიძე, ჩიკვილაძე, ჯოჯუა (გ.ოქროპირიძე 49), კაციტაძე (ლ.ჩხეტიანი 70), ბოლქვაძე, გველესიანი (ნემსაძე 65), ჭანკოტაძე, მეტრეველი


მთ.მწვრთნელი - ხვიჩა ქასრაშვილი


კოლხეთი: ნადირაშვილი, ცხვიტარია, ფოფხაძე, ლომაშვილი, გაბუნია, ქებაძე, ცხადაია (სიჭინავა 55), გვალია, პ.დათუნაიშვილი (წურწუმია 46), ტუღუში, პავლიაშვილი (ციცხვაია 86)


მთ.მწვრთნელი - დავით მახარაძე


მსაჯი: გ.ვადაჭკორია


 


მერანი - მეტალურგი 1:2 (1:0)


ზუგდიდი, „ბაიას“ საწვრთნელი ბაზა


მერანი: შეროზია, ჟვანია, სუხიაშვილი, გეგეჭკორი, იობაშვილი, დიდავა, ე.გრიგალაშვილი, ჩალაძე, ამბროლაძე (მანწკავა 46), ტაპე (ტორაძე 62), ტორონჯაძე (ბოხუა 83)


მთ.მწვრთნელი - მალხაზ ჟვანია


მეტალურგი: ბედიაშვილი, გავაშელიშვილი, სეთურიძე, დობროვოლსკი (გეწაძე 76), კვარაცხელია, რაზმაძე, ი.მაისურაძე, ს.თოდუა, სიხარულიძე (ოთარაშვილი 89), ჯაფარიძე, თექთურმანიძე (ქავთარაძე 46)


მთ.მწვრთნელი - კობა ჟორჟიკაშვილი


გოლები: მუნინი ტაპე (27), სიხარულიძე (75), ქავთარაძე (81)


გაფრთხილება: კვარაცხელია, მანწკავა, რაზმაძე


მსაჯი: ო.ხეცაძე


 


ტორპედო - ვიტ ჯორჯია 2:2 (1:1)


ქუთაისი, ცენტრალური სტადიონი


ტორპედო: მიგინეიშვილი, გამეზარდაშვილი, კვახაძე, რიგვავა, გურული, გ.დათუნაიშვილი, დიღმელაშვილი, დოლიძე (საბანაძე 70), კუხიანიძე (იოსელიანი 54), თარხნიშვილი (ფირცხალავა 77), გოცირიძე


მთ.მწვრთნელი - გია გეგუჩაძე


ვიტ ჯორჯია: ძაძამია, ხურცილავა, ადამაძე, კასრაძე, ღანიაშვილი, გურამ გურეშიძე, ზაქრაძე (კუხალეიშვილი 64), ჩიმაკაძე, კორიფაძე (გოგიაშვილი 81), ჯანელიძე, ვასაძე


მთ.მწვრთნელი - ზურაბ ბერიძე


გოლები: ჩიმაკაძე (5), კუხიანიძე (26), კასრაძე (85), ფირცხალავა (86)


გაფრთხილება: კასრაძე, კვახაძე, თარხნიშვილი, ღანიაშვილი, ჯანელიძე, ჩიმაკაძე, ხურცილავა


მსაჯი: თ.გვანცელაძე


 


ზესტაფონი - სპარტაკი (გადაიდო)


მომდევნო, XXII ტურის მატჩები 4 მარტს გაიმართება:


ვიტ ჯორჯია - ზესტაფონი


სპარტაკი - დილა


ბაია - მერანი


კოლხეთი - ტორპედო


მეტალურგი - სიონი


თუმცა, მანამდე, კონკრეტულად კი, 1 მარტს, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე წინა ტურში გადადებულ მატჩს ითამაშებს გორის „დილა“.


სფფ-ის პრესსამსახური










კომენტარის დამატება