საქართველო
გიორგი დევდარიანის საგანგებო განცხადება

რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - გიორგი დევდარიანმა სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბარში საგანგებო, ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომელსაც უცვლელად, სიტყვასიტყვით გთავაზობთ:

„ხანგრძლივი ფიქრისა და ანალიზის შემდეგ, მივედი დასკვნამდე, რომ ორივე საქმის ერთად კეთება - თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელობა და საქართველოს 19-წლამდე ნაკრების ხელმძღვანელობა ჩემს ძალებს აღემატება. ძალიან მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი საკუთარი ნებით დავტოვო. ორი კურდღლის მადევარი, ვერც ერთს ვერ დაიჭერს; ამიტომ, არ მინდა შევირცხვინო თავი, შევარცხვინო ჩემი ფეხბურთელები და ქართველი გულშემატკივრები. მაისში, ელიტრაუნდზე მე ჩემი სახსრებით გავყვები გუნდს ხორვატიაში და მათ გვერდით ვიქნები, თუ ეს რამეში დაეხმარებათ. მთელი ეს წლები, ვეცადე, ჩემი სამუშაო პირნათლად შემესრულებინა. გუნდი აწყობილი და ჩამოყალიბებულია და მგონია, რომ ჩემს გარეშეც დიდ წარმატებას მიაღწევენ ელიტრაუნდში. დიდი მადლობა“ - განაცხადა გიორგი დევდარიანმა.












კომენტარის დამატება
  • Sportnews

  • 27 თებერვალი 2012 17:00
  • Группа: system operator
  • Регистрация: 12.09.2010
  • Статус: Пользователь offline
  • 2783 комментария
  • 5463 публикации
^
დევდარიანი მაგარი კაცია, მაგარი მწვრთნელი, ეს თუ დინამოში დიდხანს დატოვეს და ხელი არ შეუშალეს უეჭველი გაიყვანს ევროპის ლიგაზე ან ჩემპიონთა ლიგაზე

--------------------