საქართველო
ნაკრები შეიკრა: ყენიამაც ივარჯიშა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სამშაბათს “ბასაზე” სრული შემადგენლობით ივარჯიშა. წინა დღით თემურ ქეცბაიას განკარგულებაში 21 ფეხბურთელი იყო, რადგან ლევან ყენია და დავით კვირკველია აკლდნენ გუნდს. ორივე ორშაბათს საღამოს შეუერთდა ქეცბაიას გუნდს.

ლევან ყენია... რამდენი ხანია, ეს ნიჭიერი ფეხბურთელი მინდორზე აღარ გვინახავს. ლევანმა 2009 წლის ოქტომბერში მიიღო კოჭის ტრავმა და ისე გაწამდა, რომ სამი ოპერაცია დასჭირდა. ქართველ ნახევარმცველს მას შემდეგ არ უთამაშია: ერთი თვის წინ დაიწყო “შალკეში” გუნდთან ერთად ვარჯიში და რა თქმა უნდა, ჯერ ფორმაში ვერ იქნება.

ქეცბაიამ ყენია ნაკრებში გამოიძახა და არაა გამორიცხული, ალბანეთთან ამხანაგურ მატჩში 15-20 წუთი ათამაშოს. ლევანისთვის ამ ეტაპზე ნაკრებთან შეჩვევაა პრიორიტეტული.

...ოთხშაბათის ვარჯიში საწყისი ნახევარი საათით ღია იყო: ძუნძულისა და გრძელი პასების შემდეგ, გუნდი სამად გაიყო და თითო ჯგუფში რვანი თამაშობდნენ “კვადრატს”. ქეცბაიამაც მიიღო მონაწილეობა. ყენიაც ჩვეულებრივ, სრული დატვირთვით ვარჯიშობდა.

შეხსენებისთვის, საქართველო-ალბანეთის ამხანაგური მატჩი 29 თებერვალს 18 საათზე დაიწყება “მიხეილ მესხზე” და დასწრება უფასო იქნება.












კომენტარის დამატება
  • admin

  • 29 თებერვალი 2012 21:36
  • Группа: system operator
  • Регистрация: 12.09.2010
  • Статус: Пользователь offline
  • 1454 комментария
  • 589 публикаций
^
მოვიგეთ მაგრამ მაინც რაღაც ვერ მოვიოხე გული რა, ყენიას დაბრუნება მაგრად გამიხარდა მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება დამრცა რო არ ტვირთავდენ
  • iremadze

  • 29 თებერვალი 2012 14:51
  • Группа: წევრი
  • Регистрация: 12.10.2011
  • Статус: Пользователь offline
  • 9 комментариев
  • 0 публикаций
^
მიდით ბიჯებო გვასიამოვნეთ 7