საქართველო
ჯვაროსნები შვიდი საფეხურით დაწინაურდნენ

7 მარტს, ფიფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ფიფა-კოკა-კოლას ყოველთვიური რეიტინგი, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები 74-ე პოზიციაზე იმყოფება.

რეიტინგში ჩვენი ნაკრების წინსვლაში თავისი წვლილი 29 თებერვალს, ალბანეთის წინააღმდეგ გამართულ მატჩში გამარჯვებამაც შეიტანა. ამასთან, ავტომატურად ჩამოგვაკლდა ოთხი წლის წინ, ლატვიასთან წაგებული მატჩის შედეგიც.

„ჯვაროსნებს“, ამჯერად 462 ქულა აქვთ. რაც შეეხებათ მომდევნო შესარჩევ ციკლში ჩვენს უშუალო მეტოქეებს, რეიტინგის უცვლელი ლიდერი და პირველადგილოსანია ესპანეთის ნაკრები (1561 ქულა). 938 ქულით, მე-16 პოზიციაზეა საფრანგეთის ნაკრები. ორი საფეხურით უკან დაიწია ბელორუსმა - 490 ქულა, 69-ე ადგილი; ხოლო ფინეთის ნაკრები 5 საფეხხურით დაქვეითდა და 84-ე პოზიციაზეა (412 ქულა).

მომდევნო თვის რეიტინგი 11 აპრილს გამოქვეყნდება.










კომენტარის დამატება
  • Группа: წევრი
  • Регистрация: 1.09.2011
  • Статус: Пользователь offline
  • 141 комментарий
  • 0 публикаций
^
სასიხარულოა მარა ეს ჯგუფი კაის არაფერს გვპირდება დაიწყება კიდე გადავლები ტავზე sad
  • Richie

  • 8 მარტი 2012 15:04
  • Группа: წევრი
  • Регистрация: 25.02.2011
  • Статус: Пользователь offline
  • 872 комментария
  • 502 публикации
^
მეც გამიხარდა, მაგრამ რომ ვნახე რომელ პოზიციაზე ვართ მერე ძაან მეწყინა
  • Группа: system operator
  • Регистрация: 12.09.2010
  • Статус: Пользователь offline
  • 2783 комментария
  • 5268 публикаций
^
კაია გამიხარდა

--------------------