17-წლამდელთა მეტოქეებმა შემადგენლობები ოფიციალურად დაადასტურეს

საქართველო 23-მარ, 14:549 Sportnews 1429 0






როგორც უკვე იცით, ქართველ 17-წლამდელებს ესპანეთის, ინგლისისა და უკრაინის გუნდებთან მოუწევთ დაპირისპირება. ჩვენი მეტოქე ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციებმა, სფფ-ში ოფიციალურად გამოაგზავნეს იმ ფეხბურთელთა სიები, რომლებიც ელიტრაუნდის განაცხადში (ან გაფართოებულ სიაში) არიან შეყვანილი.


ესპანეთის 17-წლამდე ნაკრები


მეკარეები: რუბენ ვეიგა („სელტა“), ანდერ არმენდარისი („ოსასუნა“)


მცველები: ალეხანდრო გრიმალდო („ბარსელონა“), ივან ხიმენესი („რეალი“ მადრიდი), ხოზე ლუისი („ვალენსია“), ვიქტორ რამოსი („მალაგა“), რამონ გოზალბო („ვილეარეალი“), ხაიმე სანჩეს მუნიოსი („კადისი“), ჰექტორ მორუნო („არსენალი“, ინგლისი)


ნახევარმცველები: სამპერ მონტანა („ბარსელონა“), ბორხა მარტინეს სანჩესი („ატლეტიკო“ მადრიდი), ანტონიო პერეზი („სევილია“), ივან რუის კალერო („ატლეტიკო“ მადრიდი), ალვარო სანდოვალი („სპორტინგ ხიხონი“), ხოაკინ მორენო („ალმერია“), სამუელ აზუაგა („მალაგა“)


თავდამსხმელები: ალეხანდრო გარსია „ალექსი“ („სპორტინგ ხიხონი“), ხუან რუიზი „ხუანხე“ („სევილია“), დანიელ გაგო („დეპორტივო“ ლა კორუნია), ივან კალერო („ატლეტიკო“ მადრიდი)


მთავარი მწვრთნელი - სანტი დენია


 


ინგლისის 17-წლამდე ნაკრები


მეკარეები: ჯორჯ უილისი („შეფილდ იუნაიტედი“), ანგუს განი („მანჩესტერ სიტი“)


მცველები: ჯოშ ვები („ასტონ ვილა“), ლუკ შოუ („საუთჰემპტონი“), ლეო ჩემბერსი („ვესტ ჰემი“), ისააკ ჰეიდენი („არსენალი“), რაიან ინისი („კრისტალ პალასი“), ალასტარ გორდონი („ჩელსი“)


ნახევარმცველები: კირან უოლასი („ნოტინგემ ფორესტი“), კალუმ ჩემბერსი („საუტჰემპტონი“), ჯონ სვიფტი („ჩელსი“), ჯეკ ჯები („არსენალი“), ჯორდან გრეჰემი („ასტონ ვილა“), ლუკ ვუდლენდი („ბოლტონი“)


თავდამსხმელები: მეისონ ბენეტი („დერბი ქაუნთი“), ჩუბა აკპომი („არსენალი“), უილ ჰაგისი („დერბი ქაუნთი“), კალუმ რობინსონი („ასტონ ვილა“)


მთავარი მწვრთნელი - ჯონ პიკოკი


 


უკრაინის 17-წლამდე ნაკრები


მეკარეები: ბოგდარ სარნავსკი („არსენალი“, კიევი), იაროსლავ სტავიცკი („შახტარი“, დონეცკი)


მცველები: მიკიტა ბურდა („დინამო“ კიევი), ტარას კაჩარაბა (UFK ლვოვი), ვიაჩესლავ ლუხტანოვი („დინამო“ კიევი), პავლო პოლეენკო („დინამო“ კიევი), ედუარდ სობოლი („დინამო“ კიევი), იური ტკაჩუკი („მეტალისტი“, ხარკოვი), რომან იარემჩუკი („დინამო“ კიევი)


ნახევარმცველები: არტემ გაბელოკი („შახტარი“, დონეცკი), იგორ ხარატინი („დინამო“ კიევი), რომან ლაზაროვიჩი (BRW Volod, ვოლინსკი), ვიაჩესლავ ტანკოვსკი („შახტარი“, დონეცკი), იური იასტრუბი (UFK ლვოვი)


თავდამსხმელები: დმიტრო ბილონოგი („შახტარი“, დონეცკი), არტურ მირანიანი („შახტარი“, დონეცკი), არტემ რადჩენკო („მეტალისტი“, ხარკოვი), ტარას ზავისკი („კარპატი“, ლვოვი), მაქსიმ ტიშჩენკო („დინამო“ კიევი), მიკიტა ვეტროვი („მეტალურგი“, ზაპოროჟიე)


მთავარი მწვრთნელი - ოლექსანდრ პეტრაკოვი


რაც შეეხება ჩვენთვის ყველაზე საინტერესოს - საქართველოს 17-წლამდე გუნდის 18-კაციან განაცხადს, გუნდის მთავარი მწვრთნელი - ვასილ მაისურაძე მას უახლოეს ორ დღეში გამოაცხადებს.


ქართველი 17-წლამდელები საწვრთნელ შეკრებას სასტუმრო „ბატესტაში“ გადიან და ვარჯიშებს საგურამოს ბაზაზე ატარებენ. დასკვნით ვარჯიშებს კი, ჩვენი ფეხბურთელები „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე გამართავენ.


ჩვენი მეტოქეებიდან, თბილისში ყველაზე ადრე ინგლისის ნაკრები ჩამოვა. „პატარა ალბიონელები“ 23 მარტს, საღამოს გვეწვევიან. 24 მარტს, გამთენიას ჩამოვა ესპანელთა გუნდი და დელეგაცია. ამავე საღამოს კი, უკრაინელებიც უკვე თბილისში იქნებიან. სამივე ნაკრები სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“ - ში დაბინავდება.


სფფ-ის პრესსამსახური




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018