საქართველო
ტორპედო ქუთაისი vs დინამო თბილისი – ურთიერთშეხვედრები

კვირას, 25 მარტს დინამო თბილისი ქუთაისში, ტორპედოს ესტუმრება. მატჩი გივი კილაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება და 18.00 საათზე დაიწყება. შეხვედრა, რომელსაც საქართველოში “ქართულ კლასიკოს" უწოდებენ, ყოველთვის საინტერესოდ მიმდინარეობს. ყოველი მატჩი უკომპრომისო ბრძოლით და თავდადებული თამაშით აღინიშნება, მომავალი მატჩი კი ამ გუნდების ურთიერთდაპირისპირებაში საიუბილეო, 50–ე იქნება.

საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით, აქამდე სულ 49-ჯერ შეხვედრია დინამო და ტორპედო ერთმანეთს. აქედან 24-ჯერ მტკვრისპირელებმა იზეიმეს გამარჯვება, 11 შეხვედრა დასრულდა ფრედ, ხოლო 14 დაპირისპირებიდან რიონისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. ბურთების შეფარდებაა 83/47 თბილისელთა სასარგებლოდ.

ამ შეხვედრებიდნ აღსანიშნავია დინამოელთა საშინაო გამარჯვება ანგარიშით 5-1. ეს შედეგი ეროვნულ ასპარეზობაზე ორჯერ დაფიქსირდა. მეორე ჩემპიონატის მეოთხე ტურში 1991 წლის პირველ აპრილს და მეშვიდე ჩემპიონატის მესამე ტურში 1995 წლის 17 სექტემბერს. 2000 წლის 27 აგვისტოს კი თბილისელები დიდი ანგარიშით 0-3 მეთორმეტე ჩემპიონატის მეორე ტურში დამარცხდნენ. ამ თამაშებს შორის ყველაზე დიდი სხვაობა თბილისელებმა ქუთაისში დააფიქსირეს. მეთვრამეტე ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურში 2007 წლის 17 მარტს ეროვნული გათამაშების ფლაგმანმა ანგარიშით 5-0 გაიმარჯვა.

დინამო ტორპედოს დაპირისპირება მხოლოდ ეროვნული ჩემპიონატით არ შემოიფარგლბა. ეს გუნდები საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში 26-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და აქაც უპირატესობა დინამოელთა მხარესაა. ამ დაპირისპირებებიდან დინამომ ცამეტ თამაშში მიაღწია წარმატებას, 9 შეხვედრა დასრულდა ფრედ და 4-ჯერ ტორპედომ მოიგო. ბურთების შეფარდება 38-21. თბილისელებმა სამჯერ გაიმარჯვეს ანგარიშით 3-1, აქედან ერთხელ სტუმრად. შესაბამისად 1966 წლის 26 აპრილს, 1969 წლის 26 მაისსა და 1962 წლის 25 მაისს. მეტოქემ ანგარიშით 4-2 მიაღწია წარმატებას 1968 წლის 31 ივლისს. აღნიშვნის ღირსია უხვგოლიანი ფრე 3-3 რომელიც დაფიქსირდა ქუთაისში 1966 წლის 30 ნოემბერს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო შეხვედრაში თბილისში, დინამო არენაზე მასპინძლებმა ჩისკოსა და თომაშვილის გოლებით, ანგარიშით 2–0 იმარჯვეს.

25 მარტს დინამო თბილისს აქამდე ორი შეხვედრა აქვს გამართული. ერთი საქართველოს ჩემპიონატში 2006 წელს, როდესაც მეჩვიდმეტე პირველობის მეოცე ტურში, მეგრელაძის და ბობოხიძის გოლებით ცხინვალის სპარტაკი 2–0 დაამარცხეს. მეორე კი, სსრკ–ს პირველობაზე 1981 წელს. თბილისელებმა მინსკელ სეხნიებს უმასპინძლეს და ანგარიშით 1–2 დამარცხდნენ. იმ შეხვედრაში თავი დინამოელთა ლიდერმა– დავით ყიფიანმა გამოიჩინა.








კომენტარის დამატება
  • Richie

  • 23 მარტი 2012 19:08
  • Группа: წევრი
  • Регистрация: 25.02.2011
  • Статус: Пользователь offline
  • 872 комментария
  • 502 публикации
^
ჩემი სურვილია ტორპედომ გაბრდღვნას დინამო ! არ ვნებდებით ფრეს, არ ვნებდებით ნოლს!