Image

U 17-ს ოფიციალური განაცხადი

საქართველო 24-მარ, 21:459 Sportnews 2495


დღეს, საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა პირველად ივარჯიშა „მიხეილ მესხის“ სტადიონზე. ვარჯიშის დაწყებამდე, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა - ვასილ მაისურაძემ ტურნირისწინა პრესკონფერენცია გამართა. მასთან ერთად, ჟურნალისტების შეკითხვებს ნაკრების კაპიტანმა - გიორგი აბურჯანიამაც უპასუხა.


ვასილ მაისურაძემ ამომწურავად ისაუბრა მოსამზადებელი პერიოდის შესახებ. გუნდის შემადგენლობა ოპტიმალურია და ქართველი ახალგაზრდები სრული მობილიზებითა და მონდომებით ემზადებიან მოახლოებული მატჩებისთვის.


ვარჯიშმა კი, კარგა ხანს გასტანა. მთავარმა მწვრთნელმა აქცენტი ტაქტიკური მონახაზების დახვეწა-დამუშავებაზე გააკეთა და შეგირდები გვარიანადაც დატვირთა.


ხვალ, 25 მარტს, ჩვენი ნაკრები კვლავ „მიხეილ მესხზე“ ივარჯიშებს. საწვრთნელი პროცესი 13:30 საათიდან დაიწყება.  


აქვე გაგაცნობთ ფეხბურთელთა იმ 18- კაციან ოფიციალურ განაცხადს, რომელიც ვასილ მაისურაძის გადაწყვეტილებით, ელიტრაუნდს ითამაშებს:


მეკარეები: ალექსანდრე ადამია („ოლიმპი“, თბილისი), ნიკა შერმადინი (უგუნდო)


მცველები: ნიკა ჭანტურია („ლოკომოტივი“, თბილისი), გიორგი გოროზია („ლოკომოტივი“, თბილისი), გიგა სამხარაძე („დინამო“ თბილისი), ოთარ კაკაბაძე („დინამო“ თბილისი), ალექსანდრე გურეშიძე („დინამო“ თბილისი), ლაშა დვალი („ოლიმპი“, თბილისი)


ნახევარმცველები: გიორგი აბურჯანია („ოლიმპი“, თბილისი), მათე ცინცაძე („ლოკომოტივი“, თბილისი), არჩილ მესხი („დინამო“ თბილისი), ჭიაბერ ჭეჭელაშვილი („დინამო“ თბილისი), გიორგი პაპუნაშვილი („დინამო“ თბილისი), ნიკოლოზ ახვლედიანი („ბაია“, ზუგდიდი)


თავდამსხმელები: დავით დარციმელია („ლოკომოტივი“, თბილისი), ალეკო მზევაშვილი („ლოკომოტივი“, თბილისი), დავით ჯიქია („ლოკომოტივი“, თბილისი), ვანო წილოსანი („დინამო“ თბილისი)


სფფ-ის პრესსამსახური



მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (224)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა