გიორგი დევდარიანი: გუნდის მშენებლობის პროსესი მიმდინარეობს

საქართველო 25-მარ, 23:449 Sportnews 2552 1





თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა "ტორპედო"-"დინამოს" შორის გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გუნდის მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში გამართული შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა, შეხვედრის ამ შედეგით დასრულება ყველაზე მეტად "ზესტაფონს" აწყობდა, რადგან მოქმედმა ჩემპიონმა ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა.

"თამაში ნამდვილად საინტერესო გამოდგა. სტადიონზე მოსულმა მაყურებელმა ორი განსხვავებული ტაიმი იხილა. პირველ ტაიმში ტორპედომ გვაჯობა, შესვენებაზე კი ბიჭებთან საუბარი მქონდა. სათამაშო მონახაზში გადაადგილებაც მოვახდინეთ და საბოლოოდ მოედნის ცენტრში უპირატესობაც მოვიპოვეთ, რასაც საბოლოოდ ანგარიშში თანაფარდობის აღდგენა მოჰყვა.

თამაში ისე წარიმართა, შეიძლებოდა წაგვეგო კიდეც, თუმცა ხელსაყრელ მომენტებში ჩვენც ვერ ვიხეირეთ და საბოლოოდ მატჩი ფრედ დასრულდა. დინამოს მთავარი მწვრთნელის პოსტზე არც თუ ისე დიდი ხანია რაც დავინიშნე. ამ დროის განმავლობაში რამდენიმე ფეხბურთელმა შეიძლება ითქვას, რომ ჩემი მოლოდინი ვერ გაამართლა, თუმცა ამ პერიოდში გამოჩნდა რამდენიმე ახალგაზრდა შრომისმოყვარე მოთამაშე, რომელთაც გარჯა დაუფასდებათ. ისევე როგორც დინამოში, ტორპედოშიც გუნდის მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს. გია გეგუჩაძეს კი მინდა წარმატებები ვუსურვო."
-განაცხადა გიორგი დევდარიანმა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარები 1

Sportnews 25-მარ, 23:46

ამ ადამიანის დიდი იმედი მაქვს და თუ აცდიან კარგ გუნდსაც ჩამოაყალიბებს
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018