ელიტრაუნდი U17 - ამ ეტაპზე, ჩვენი ჯგუფის ლიდერი ინგლისია

საქართველო 26-მარ, 22:359 Sportnews 2002 2





დღეს, თბილისში უეფას 2012 წლის 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის მესამე ჯგუფის მატჩები დაიწყო.


უმძიმეს ბრძოლაში, ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებმა გუნდებმა ფრე - 1:1 ითამაშეს. ჯგუფის მეორე მატჩში კი, ინგლისმა მინიმალური სხვაობით - 1:0 დაამარცხა უკრაინის ნაკრები და ამ ეტაპზე, 3 ქულით ჯგუფის ლიდერია.


ესპანეთიU17 - საქართველოU17 1:1 (1:0)


26 მარტი, თბილისი. სტადიონი „მიხეილ მესხი“


ესპანეთიU17: ბლანკო, ბელერინი, გრიმალდო, საეზი (კაპ), სამპერი, კასტილეხო (იგლესიასი 54), ბორხა სანჩესი (კოტანი 73), კალერო, სერანო (ხუან არგეზი 41), ბასტოსი, ხაიმე სანჩესი


მთ.მწვრთნელი - სანტიაგო დენია


საქართველოU17: ადამია, კაკაბაძე, დვალი, ნ.ჭანტურია, სამხარაძე, ჭეჭელაშვილი, აბურჯანია (კაპ) (გოროზია 32), პაპუნაშვილი, ახვლედიანი (მესხი 54), ჯიქია (წილოსანი 63), მზევაშვილი


მთ.მწვრთნელი - ვასილ მაისურაძე


გოლები: ჭეჭელაშვილი (2 პენ), საეზი (59)


გაფრთხილება: დვალი, ბელერინი, კაკაბაძე, მესხი, მზევაშვილი, კოტანი, ჭეჭელაშვილი


მსაჯი: კრის რაიხი (ლუქსემბურგი)


 


ინგლისი U17 - უკრაინაU17 1:0 (0:0)


26 მარტი, თბილისი. სტადიონი დინამო არენა


ინგლისი U17: უილისი, შოუ, ჰეიდენი, ჩემბერსი (ვუდლენდი 75), სვიფტი, რობინსონი (ჯები 66), ჩუბა აკპომი, ჰაგისი (ბენეტი 66), გრეჰემი, ინისი (კაპ), გორდონი


მთ.მწვრთნელი - ჯონ პიკოკი


უკრაინაU17: სარნავსკი, კაჩარაბა, ბურდა, ხარატინი (კაპ), ტანკოვსკი, რადჩენკო (პოლეენკო 40), მირანიანი (იარემჩუკი 69), ლუხტანოვი (ტკაჩუკი 59), სობოლი, ბილონოგი, ლაზაროვიჩი


მთ.მწვრთნელი - ოლექსანდრ პეტრაკოვი


გოლი: ჩემბერსი (56)


გაფრთხილება: კაჩარაბა, სობოლი, ლუხტანოვი, სარნავსკი, ჯები


გაძევება: კაჩარაბა (36)


მსაჯი: მარკუს ჰამეტერი (ავსტრია)


პირველი დღის შედეგებიდან გამომდინარე, ჯგუფის პირველადგილოსანი ინგლისია 3 ქულით; თითო ქულით მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებენ ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებები. უკრაინას კი, ჯერ ნული ქულა აქვს.


ხვალ, გუნდები დაისვენებენ. ოთხშაბათს კი, 28 მარტს მომდევნო შეხვედრები გაიმართება:


14:00 საათზე, „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე საქართველო ინგლისს დაუპირისპირდება.


16:00 საათზე კი, „ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე“ ესპანეთისა და უკრაინის მატჩი დაიწყება.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარები 2

admin 28-მარ, 16:24

ეხლა მთავარია ესპანეთმა ვერ მოიგოს და ჩვენ უკრაინას მოვუგოთ და ეგ არის რა.

giorgibarsa 27-მარ, 13:42

ასე უნდა გავარგრძელოთ უკრაინას უნდა მოვუგოთ და ინგლის ფრე უნდა დავსტყუოთ
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018