საქართველო
საქართველოს U 17 : ერთი ნაბიჯი ევროპამდე

საქართველოს U 17 წლამდელთა ნაკრებით შეგვიძლია ვიამაყოთ , ამ გუნდმა ელიტრაუნდში ჯერ ესპანელ თანატოლებთან არ წააგო, შემდეგ კი ინგლისელ თანატოლებს მოუგო.

დღეს გაიმართა U 17 საქართველო-ინგლისის, ფავორიტი რა თქმა უნდა ინგლისის ახალგაზრდული ნაკრები იყო, მაგრამ ჩვენმა ბიჭებმა მეტოქე 1:0 დაამარცხეს და სამი ქულაც მოიპოვეს. მსაჯის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე, პაპუნაშვილმა მეტოქის საჯარიმოში კედელი დარციმელიასთან გაითამაშა და აუღებელი დარტყმით საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მოუტანა. ორი ტურის შემდეგ საქართველო ერთპიროვნულად ლიდერობს ჯგუფს და უკრაინასთან მოგების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატზე თამაში გარანტირებული გვაქვს.

რადგან დღევანდელი დღის მეორე შეხვედრა U 17 ესპანეთი-უკრაინა ფრედ 2-2 დასრულდა და ამ გუნდებმა ქულები გაიყვეს, ორი ტურის შემდეგ ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შანსი სამ გუნდს აქვს: საქართველოს , ესპანეთს ! და ინგლისს !, მაგრამ ყველაზე რეალური შანსი საქართველოს, ამით ყველაფერი ნათქვამია მგონი. შეიძლება ბოლო ტურში უკრაინასთან ფრის შემთხვევაშიც პირველი ადგილი დავიკავოთ, თუ ესპანეთი-ინგლისიც ფრედ დამთავრდება, მაგრამ გამარჯვების შემთხვევაში ვერავინ შეგვეცილება.

საქართველოს U 17 : ერთი ნაბიჯი ევროპამდე


U 17 საქართველო-უკრაინა შაბათს 14:00 საათზე "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე გაიმართება. შეხვედრაზე დასწრება უფასოა, ამიტომ საჭიროა რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს ქართველი ახალგაზრდების საგულშემატკივროდ.










კომენტარის დამატება
  • Группа: წევრი
  • Регистрация: 24.03.2011
  • Статус: Пользователь offline
  • 86 комментариев
  • 468 публикаций
^
კარგია, აუ დღეს რა ამბავი იყო სტადიონზე რო მორჩა თამაში ფეხბურთელები ტრიბუნებზე გადმოვიდნენ ხალხი მოედანზე wink
  • Группа: system operator
  • Регистрация: 12.09.2010
  • Статус: Пользователь offline
  • 2783 комментария
  • 5268 публикаций
^
admin,
აქამდე ორივე ნაკრებთან მეორე ნომრად ვითამაშეთ, ახლა რას ვიზამთ პირველ ნომრად რომ უნდა ვითამაშოთ საინტერესოა

--------------------
  • admin

  • 28 მარტი 2012 20:29
  • Группа: system operator
  • Регистрация: 12.09.2010
  • Статус: Пользователь offline
  • 1454 комментария
  • 589 публикаций
^
ძAლიან კარგი შანსი მოგვეცა რადგან ესპანეთმა მეორე თამაშიც ნიჩია ითამაშა და სავარაუდოდ ინგლისი უნდა გახიოს თუ შეძლო, რაც ყველაზე ცუდია შეტევაში გვიჭირს და უკრაინასთან მოგება გაგვიჭირდება ალბად, მაგრამ იმედი მაინც მაქვს.