ვასილ მაისურაძე:ჩვენ დღეს სისტემა დავამარცხეთ

საქართველო 28-მარ, 19:599 Sportnews 1257 0






საქართველოსა და ინგლისის 17-წლამდელთა თამაშის შემდეგ, ვასილ მაისურაძე პრესკონფერენციაზე ემოციებისგან დაცლილი და დაღლილი შემოვიდა, რაც გასაკვირი არაა, რადგან ახალგაზრდა მწვრთნელმა ბოლო სამი დღის განმავლობაში იმხელა ფსიქოლოგიური დატვირთვა მიიღო, რაც მანამდე არ ჰქონია.



ვასილ მაისურაძე: “დღეს სისტემა დავამარცხეთ, ამ სისტემისგან შექმნილი დიდი მანქანა. ეს ყველაფერი სიყვარულით და თავდადებით გავაკეთეთ. თავიდანვე მქონდა იმედი, რომ არ წავაგებდით და ბიჭებს ვუთხარი კიდეც. თავიდან ბოლომდე ბრძოლამ ის შედეგი მოიტანა, რომ გოლი გავიტანეთ”.


- მატჩის წინ ფეხბურთელებს რა დავალება მიეცით და როგორი იყო თქვენი სტრატეგია?


- ჩვენი სტრატეგიაა მოედნის ყველა მონაკვეთზე ბრძოლა, ორი ერთზე თამაში და ამან წარმატება მოგვიტანა. ჩვენ მოედანზე ყველა თამაშის მოსაგებად გავდივართ. 


- უკრაინასთან მატჩს დანაკლისით ხვდებით...


- დანაკლისი სერიოზულია. არ გვეყოლება ჭეჭელაშვილი, გოროზია, დვალი. ასეთი მსაჯობის შემხედვარე, მოხარული ვარ, რომ ფონს გავედით.


- გიორგი აბურჯანიასთან დაკავშირებით რა ხდება?


- ამ ეტაპზე ის მზად არაა. ამიტომ, საჭიროდ ჩავთვალე, არ დამეყენებინა. აბურჯანიას შემცვლელი მოიძებნება.


- რა განსხვავება იყო ესპანეთთან და ინგლისთან ჩატარებულ მატჩებს შორის?


- განსხვავება ის იყო, რომ ჩვენს გუნდს ასეთი რანგის თამაშები, მით უმეტეს, ამ ტემპში არ ჰქონია. ესპანეთთან მატჩის შემდეგ, ავამოქმედეთ ის მექანიზმები, რაც ადამიანშია დამალული.


გიორგი პაპუნაშვილი: “დიდი მადლობა ბიჭებს ჟინისა და თავდადებისთვის. რაც შეეხება გატანილს გოლს, დარციმელიასთან კედელი გავითამაშე, დავარტყი და გავიტანე. მადლობა გულშემატკვირებს მხარდაჭერისთვის”.


ჯონ პიკოკი (ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “საქართველოს გამარჯვებას ვულოცავ. თავიდანვე ველოდით, რომ ჯგუფში ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული, მაღალი კლასის გუნდები იქნებოდნენ. რაც შეეხება ჩვენს თამაშს, რამდენიმე ფეხბურთელის არყოფნამ და დაშვებულმა შეცდომებმა ეს შედეგი გამოიღო”.


- თქვენს მიერ გაწვრთნილი გუნდი ქართველების დამარცხებას უკვე ზედიზედ მეორედ ვერ ახერხებს. რა არის ამის მიზეზი? ის ხომ არა, რომ ქართველებს ამ ასაკში უკეთესი ფეხბურთელები ჰყავთ?


- ყველას კარგად მოეხსენება, რომ საქართველოს ძლიერი გუნდი ჰყავს. ამას კარგად ვაცნობიერებდით. მოგება ჩვენც შეგვეძლო, მაგრამ ლოგიკური შედეგი ფრე იყო.


- თავიდანვე რატომ არ ათამაშეთ ჰიუზი, რომელიც უკრაინასთან ერთ-ერთი საუკეთესო იყო?


- ამ ასაკში რთულია აქცენტის ყოველთვის ერთი და იმავე ფეხბურთელებზე გაკეთება. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. ელიტრაუნდში სამი თამაშია და თავის გამოჩენის შანსი ყველა საუკეთესოს მიეცემა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018