სფფ-ისა და კომპანია სოკარის თანამშრომლობა გრძელდება

საქართველო 31-მარ, 10:549 Sportnews 1547 1






დღეს, 31 მარტს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ შორის გენერალური სპონსორობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართება.

ხელშეკრულებას ხელს სფფ-ის პრეზიდენტი - ბატონი ზვიად სიჭინავა და საქართველოში „სოკარის“ წარმომადგენლობის დირექტორი - ბატონი მაირ მამედოვი მოაწერენ.

სფფ და „სოკარი“ გენერალური სპონსორობის ხელშეკრულებას უკვე მეორედ გააფორმებენ. ამ ხელშეკრულების საფუძველზე, „სოკარი“ სპონსორობას გაუწევს ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარებას. დაიგება ახალი მინდვრები და განხორციელდება სამშენებლო პროექტები საფეხბურთო მოედნებსა და სპორტულ ბაზებზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. საჭიროების შემთხვევაში, თანხები მოხმარდება ამ სფეროს განვითარებისთვის საჭირო სხვა მიმართულებებსაც.

სფფ-სა და „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ თანამშრომლობა 2011 წელს დაიწყო. უკვე ერთი წელია, რაც „სოკარი“ სფფ-ის გენერალური სპონსორია. აღნიშნული სპონსორობის ფარგლებში, კომპანიამ იკისრა ვალდებულება, აქტიური ვალდებულება აქტიური მონაწილეობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში.

გასულ წელს, „სოკარის“ დახმარებით დაიგო ახალი, უეფას სტანდარტების შესაბამისი, უმაღლესი ხარისხის მინდვრის საფარი სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასა“ - ზე, რომელიც ეროვნული ნაკრები გუნდის საწვრთნელი ბაზაა. ასევე, უმაღლესი ხარისხის მინდორი დაიგო „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე.

აღნიშნული სპონსორობის ფარგლებში, ფეხბურთის ფედერაციამ შეიძინა ამ მინდვრების მოვლისათვის საჭირო და აუცილებელი ძვირადღირებული ტექნიკა.

გარდა პროდუქტიულობისა, ქართულ საფეხბურთო სივრცეში „სოკარის“ შემოსვლა წარმატებულიც აღმოჩნდა. სფფ-ისა და „სოკარის“ თანამშრომლობა 2011 წლის 26 მარტს, ხორვატიასთან მოგებული მატჩით დაიწყო. ასევე, გასულ წელს, საქართველოს 17 და 19-წლამდე ნაკრები გუნდები უეფას ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში გავიდნენ.

ბოლოს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გენერალური სპონსორობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ცერემონიალი 31 მარტს, დღის 11:00 საათზე, „ექსპო ჯორჯიას“ მესამე პავილიონში გაიმართება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 1

zuka123 31-მარ, 12:43

რა სჯობს ამას :D
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018