Image

U17 – 20-კაციანი შემადგენლობით ავსტრიაში

საქართველო 21-აპრ, 00:119 Sportnews 2010


დასასრულს უახლოვდება საქართველოს 17-წლამდე ნაკრების ევროპის ჩემპიონატისწინა თბილისური შეკრება სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“.


დღეს, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ვასილ მაისურაძემ თბილისური შეკრების შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა და მედიის წარმომადგენლებს საშუალება მისცა, გუნდის ვარჯიშს დასწრებოდნენ.


17-წლამდელები დღეში ორჯერ ვარჯიშობენ. ამჟამად, მაისურაძის განკარგულებაში 19 ფეხბურთელია. მათ შორის, დებიუტანტია გიორგი თევზაძე, რომელიც 1996 წელსაა დაბადებული და ძირითად გუნდთან ერთად, პირველ შეკრებას გადის. თევზაძე ნაკრებს ავსტრიულ შეკრებაზეც გაყვება. გუნდს ავსტრიაში პირდაპირ იტალიიდან შეუერთდება თავდამსხმელი რომან ჭანტურია.


ჩვენს გუნდს, სამწუხაროდ, მცველი - ალექსანდრე გურეშიძე გამოაკლდება, რომელმაც მშვენივრად ჩაატარა ელიტ-რაუნდის ბოლო მატჩი უკრაინის წინააღმდეგ. გურეშიძეს წელის ტრავმა აქვს და ევროპის ჩემპიონატზე მისი თამაში საბოლოოდ გამოირიცხა.


წვრთნის პარალელურად, ავსტრიაში ნაკრები ამხანაგურ შეხვედრებსაც გამართავს და ადგილობრივ 19 და 18- წლამდელთა რეგიონულ ნაკრებებს დაუპირისპირდება. ავსტრიული შეკრების დასასრულს, ორ ფეხბურთელს სამშობლოში დაბრუნება მოუწევს და 17-წლამდელები 18-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრებიან ევროპის ჩემპიონატზე, ვინაიდან, როგორც ელიტ-რაუნდზე, ასევე, ევროპის ჩემპიონატზეც, მონაწილე ქვეყნებს მხოლოდ 18-კაციანი განაცხადის წარდგენის უფლება აქვთ.


ვასილ მაისურაძის თქმით, ინტენსიურად მიმდინარეობს ჯგუფში ჩვენი პირველი მეტოქის - გერმანიის ნაკრების თამაშების ფირების შესწავლა და თეორიულ მეცადინეობებზე მათი სათანადოდ გარჩევა-დამუშავება. ფეხბურთელებსაც მიაჩნიათ, რომ ევროპის ჩემპიონატის სტარტზე მიღწეული წარმატება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და გუნდს ყველანაირ ფსიქოლოგიურ ბარიერს მოუხსნის. ამასთან, ჯგუფიდან გასვლაზე ფიქრიც უფრო რეალური გახდება.


17-წლამდელთა სამედიცინო შტაბის განცხადებით, ფეხბურთელების ჯამნრთელობის მხრივ ყველაფერი რიგზეა; საბედნიეროდ, გუნდში ტრავმიანობა არ არის და შესაბამისად, თითოეული მოთამაშე მაქსიმალურად იტვირთება. ვარჯიშებიც გეგმაზომიერად მიმდინარეობს.


ვარჯიშის დაწყებამდე, ნაკრების მოთამაშეები რამდენიმე წუთით ტრენაჟორებზე დაიტვირთნენ. შემდეგ, ჩვეული საწვრთნელი პროცესი დაიწყო. მცირე მოთელვის შემდეგ, ვასილ მაისურაძემ თითქმის მთელი ვარჯიში ტაქტიკური სქემებისა და კომბინაციების დამუშავებას დაუთმო.


21 აპრილს, ჩვენი გუნდი ჩვეულ დილის ვარჯიშს გამართავს, რის შემდეგაც, ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი ავსტრიაში გასამგზავრებლად მოემზადება. 17-წლამდელები სენტ-ვაიტში 22 აპრილს, გამთენიას გაფრინდებიან.



მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
admin 21 აპრილი 2012 00:26
ნამეტანი ცოტაა 20 კაცი ტო
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (172)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა