საქართველო
U17. საქართველო-საფრანგეთი 1:1

სლოვენიაში მიმდინარე 17-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი ქულა მოიპოვა. ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ვასილ მაისურაძის შეგირდები საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ. მატჩი დასრულდა ფრედ - 1:1 და ქართველმა ფეხბურთელებმა ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნეს.

საქართველოს ნაკრები მეორე ნომრად, კონტრშეტევებზე თამაშობდა. თამაში ფრანგების ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა, მაგრამ პირველ ნახევარში რეალურ საგოლე მომენტამდე საქმე არ მისულა. საპირისპიროდ, ქართველმა ფეხბურთელებმა მარცხენა ფრთიდან მწვავე კონტრშეტევა წამოიწყეს, რომელიც ფრანგთა კარში პენალტით დასრულდა. თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა ჭიაბერ ჭეჭელაშვილმა ზუსტად შეასრულა და საქართველოს ნაკრები დაწინაურდა - 1:0. აღსანიშნავია, რომ ეს ჭეჭელაშვილის მეოთხე გოლი იყო ევროპის ჩემპიონატზე (საკვალიფიკაციოზე და ელიტ-რაუნდში ერთად გატანილი) და ამ მაჩვენებლით ჭიაბერი გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.

კვანძი მეორე ტაიმში გაიხსნა, როცა შეცვლაზე შემოსულმა ტომა ლემამ 67-ე წუთზე ძლიერი დარტყმით აღადგინა წონასწორობა - 1:1 და ქართველი ფეხბურთელები ნახევარფინალში გასვლის შანსს ინარჩუნებენ. ჯგუფის დასკვნით შეხვედრას საქართველოს ნაკრები 10 მაისს ისლანდიელ თანატოლებთან გამართავს. თუ ჩვენმა ბიჭებმა ეს შეხვედრა მოიგეს, ხოლო საფრანგეთი ვერ დაამარცხებს გერმანიას, მაშინ 13 მაისს, ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები ითამაშებს.

საფრანგეთი - საქართველო 1:1

გოლები: 0:1 ჭეჭელაშვილი (30’), 1:1 ლემა (67’)

ისლანდია - გერმანია 0:1

გოლი: შტენდერა (20’)

U17. საქართველო-საფრანგეთი 1:1












კომენტარის დამატება
  • Richie

  • 7 მაი 2012 23:30
  • Группа: წევრი
  • Регистрация: 25.02.2011
  • Статус: Пользователь offline
  • 872 комментария
  • 502 публикации
^
რაულიტო,
გეთანხმები და თუ გაგვიმართლებს მაგაზე უკეთესი რა იქნება. მართლაც უნიჭიერესი ბიჭები გვეზრდებიან ვამაყობ ამ პატარა კაცებით!
  • Группа: system operator
  • Регистрация: 12.09.2010
  • Статус: Пользователь offline
  • 2783 комментария
  • 5465 публикаций
^
ბოლო ტურში უნდა ვეცადოთ ისლანდია დავამარცხოთ და ამავდროულად გერმანიამ არ უნდა წააგოს საფრანგეთთან, მაგრამ ძალიან მცირე შანსი გვაქვს, თუმცა ყველაფრის მიუხედავათ უკვე წარმატებაა ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა

--------------------