საქართველო
ლევან ყენია რომის ლაციოში

იტალიური ვებგვერდი www.lalaziosiamonoi.it ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესო ამბავს ავრცელებს: დიდი შანსია, საქართველოს ნაკრების 21 წლის ფეხბურთელმა ლევან ყენიამ კარიერა რომის "ლაციოში" გააგრძელოს.

მოგეხსენებათ, უნიჭიერეს ქართველ ნახევარმცველს კარიერა გერმანულ "შალკე 04"-ში ტრავმების გამო არა და არ აეწყო და 2009 წლის შემოდგომიდან მოყოლებული, ეს პერიოდი გაჭიანურებულ მკურნალობაში გაუცდა.

ლევანს გელზენკირხენულ კლუბთან კონტრაქტი ამ გაზაფხულზე ამოეწურა და სხვებთან ერთად (მათ შორის რაულიც იყო), ისიც საზეიმო ვითარებაში გამოემშვიდობა კლუბსა და გულშემატკივრებს.

ყველაზე საინტერესო ახლა სწორედ ისაა, სად გააგრძელებს ქართული ფეხბურთის იმედი კარიერას. ეს უკვე ამ ზაფხულს უნდა გაირკვეს. საუბარი იყო გერმანულ და ფრანგულ კლუბებზე, თუმცა, როგორც ჩანს, არც იტალიური ვარიანტი უნდა გამოვრიცხოთ...

აი, რას წერს "ბიანკოჩელესტეს" ქომაგი საიტი:

"რომის "ლაციოს" რიგებში, გავრცელებული ხმებით, შემტევ ნახევარმცველ ლევან ყენიას გამოჩენას უნდა ველოდეთ, რომელიც საქართველოს მოქალაქეა. ლევანი, რომელიც საკმაოდ დიდი ტალანტითაა დაჯილდოვებული, ნებისმიერ პოზიციაზე შეიძლება ათამაშო, მაგრამ განსაკუთრებით მარცხენა ფლანგზეა ეფექტური.

ყენია სწრაფი და გამჭრიახია. საფეხბურთო ინტელექტის წყალობით მას შეუძლია, ტაქტიკური სვლები უმალ გაიაზროს და კარგადაც შეასრულოს. არის ქარიზმატული და ხასიათდება ლიდერის თვისებებით.

ის ჯერ კიდევ 17 წლისაც არ იყო, საქართველოს ნაკრებში რომ მიიწვიეს. მას ენდობოდა კლაუს ტოპმიოლერი და შემდეგ ჰექტორ რაულ კუპერი.

2008 წლიდან ქართველი "შალკე 04"-ის ღირსებას იცავდა. მაშინ ევროპულ პრესაში ასეთი სათაურები გამოჩნდა: "შალკემ" ხელში ქართველი ვუნდერკინდი ჩაიგდო", "ლევან ყენია - უჩვეულო მოვლენა", "ქართველი მესი" და "არშავინის უმცროსი ძმა"...

ყენიას გერმანული კარიერა ორმა სერიოზულმა ტრავმამ წაახდინა. ახალგაზრდა ფეხბურთელს მთელი 28 თვე არ უთამაშია...

შეემატება თუ არა ლევან ყენია რომის "ლაციოს", ამას დრო და გუნდის მთავარი მწვრთნელი, ედუარდო რეია გვიჩვენებს, რომლის გადაწყვეტილებაზეც დიდწილად იქნება დამოკიდებული დამდეგ სეზონში თვით ლევან ყენიას ბედიც".












კომენტარის დამატება
  • chmuki

  • 19 მაი 2012 22:29
  • Группа: წევრი
  • Регистрация: 1.05.2011
  • Статус: Пользователь offline
  • 7 комментариев
  • 0 публикаций
^
ლაციო უზლიეესია
  • Группа: წევრი
  • Регистрация: 1.05.2012
  • Статус: Пользователь offline
  • 328 комментариев
  • 1 публикация
^
იტალიაში წასულიყო მარა ლაციოში არა :X პრინციპში ქართVელს სხვა წესიერ გუნდში ვინ მიიღებს რო? :D 7
  • admin

  • 17 მაი 2012 16:11
  • Группа: system operator
  • Регистрация: 12.09.2010
  • Статус: Пользователь offline
  • 1454 комментария
  • 589 публикаций
^
ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე:) აუ არ მიდნა ლაციოში რო წავიდეს რა :( ოგონდ სერია ა არა იქ ამრტო ფეხბურთელების გაფუჭბით არიან დაკავებულები.