კახი კალაძეს ჩაწყობილ მატჩებთან დაკავშირებით დაკითხავს

კახი კალაძეს ჩაწყობილ მატჩებთან დაკავშირებით დაკითხავს

28-05-2012, 20:15

იტალიაში გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით სკანდალები და გამოძიებები კვლავ გრძელდება. ამჯერად იტალიური პრესის ფურცლებზე საქართველოს ნაკრებისა და "ჯენოას" ყოფილი ფეხბურთელის, კახა კალაძის სახელიც გაჩნდა.

27 მაისს იტალიურმა პოლიციამ 19 ადამიანი დააკავა, რომლებიც ჩაწყობილი მატჩების საქმეში არიან ეჭვმიტანილნი.

აღსანიშნავია, რომ ეჭვმიტანილების დაკავება მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხდა.

პოლიციის ინფორმაციით, გარიგებაში მონაწილეობა 150-ამდე ფეხბურთელმა მიიღო. დაკავებულ პირთა შორის ყველაზე ცნობადი სახე რომის "ლაციოს" კაპიტანი სტეფანო მაურია. სამართალდამცველები ამ საქმეს ასევე ანტონიო კონტეს (ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი), ერნან კრესპოსა და კახი კალაძესაც უკავშირებენ.

სამართალდამცველების აზრით, "ჯენოასა" და რომის "ლაციოს" შორის მატჩი უცნაური იყო, რადგან შეხვედრა მოსალოდნელი ანგარიშით დასრულდა, ხოლო გარკვეული ადამიანების რიცხვმა ამაზე დიდი ფულიც გააკეთა.

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, "ჯენოას" აწ უკვე ყოფილ ფეხბურთელებს დომენიკო კრიშიტოსა და კახი კალაძეს ჩაწყობილ მატჩებთან დაკავშირებით ახლო მომავალში დაკითხავენ.

# 328ავტორი: Wertil^
ეს სიახლე მოპარული არაა?
# 133ავტორი: iventusi
[
RichIe_blacKburen,მე მაგარი გული დამწყდა არადა იტალის და ივენტუსის იმედი მკონდა. ახლა იტალიას მაგარი სტრესი ეკნება.
# 872ავტორი: Richie
კონტეს უტირია პრეს-კონფერენციაზე ამის გამო
# 133ავტორი: iventusi
ამ იტალიელებმა ჭკუა კიდევ ვერ ისწავლეს.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით