19-წლამდელებმა ავსტრიას 2:1 სძლიეს

საქართველო 31-მაი, 12:209 Sportnews 1675 3






საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ელიტრაუნდის დასკვნით ტურში ავსტრიაზე გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა და გაიმარჯვა კიდეც 2:1, მაგრამ საქმეს მარტო ეს რომ არ უშველიდა, ამას თავიდანვე ვიყავით შეგუებულნი.

ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე გასასვლელად ოთარ კორღალიძის გუნდის მომავალი ხორვატია VS ბოსნია-ჰერცოგოვინაზე იყო დამოკიდებული. უფრო სწორად, ხორვატიის ვერმოგებაზე.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებისა და ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრის სამწუხაროდ ხორვატებმა 2:0 იმარჯვეს და საერთო ჯამში დაგროვილი 7 ქულით, ფინალური ეტაპის საგზური დაისაკუთრეს. საქართველოს ნაკრებმა 6 ქულით 4-ქულიან ავსტრიას გადაუსწრო და მეორე ადგილი დაიკავა, თუმცა, გამომდინარე დებულებიდან, რომლის მიხედვითაც ფინალურ ეტაპზე მხოლოდ პირველადგილოსანი გადიოდა, ჩვენები ტურნირს გამოეთიშნენ.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრებიდან ორივე გოლი გიორგი ჭანტურიამ გაიტანა. თავდაპირველად პენალტით პირველი ტაიმის 40-ე წუთზე და შემდგომ მეორე ტაიმის 68-ე წუთზე.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 3

Wertil^ 01-ივნ, 09:01

Dark Dante,
მეც მაგას ვამბობ. სანამ ესენი არ მოვლენ ეროვნულს არაფერი ეშველება. )

Dark Dante 31-მაი, 18:50

კაი თაობა მოდის...

Wertil^ 31-მაი, 16:55

ბრავოოოო გილოცავთ ბიჭებო. !
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018