ჩივაძემ ახალგაზრდულში მოგებით დაიწყო

საქართველო 01-ივნ, 22:489 Sportnews 1679 3





1 ივნისს, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ალექსანდრე ჩივაძის ხელმძღვანელობით პირველი მატჩი ჩაატარა. U21 მინსკში, ბელორუსის 20-წლამდე გუნდს ამხანაგურად გაეჯიბრა და მეტოქე თორნიკე ოქრიაშვილის ერთადერთი გოლით დაამარცხა.

საქართველოU21: ნადირაძე, ტვილდიანი, კობახიძე, კვირკველია, იოსელიანი, კვეკვესკირი, თარხნიშვილი, ჯიღაური, ყენია, ოქრიაშვილი, საბანაძე

გოლი: ოქრიაშვილი (17)

მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: ჩაფიძე, პაპავა, შარაშენიძე, კუკავა, პარუნაშვილი და ჯგერენაია. არ უთამაშია მხოლოდ მეკარე გიორგი ბეგაშვილს.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ხვალ უკვე ესტონეთში გაემგზავრება და მასპინძელთა გუნდთან ევროშესარჩევის მატჩისათვის ადგილზე გააგრძელებს მომზადებას. თამაში კი, 5 ივნისს გაიმართება.

სფფ-ის პრესსამსახური



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარები 3

iventusi 02-ივნ, 10:08

სწორი ხართ პირველ არხზე რახაც უაზრობებს უჩვენებენ და პეხბურტს არა.

Sportnews 02-ივნ, 00:48

ციტატა: admin
ყველა დონის ნაკრების და ყველა სახეობაში წარმატება მიხარია მაგრამ ტრანსლიაციას რო არ აკეთებენ ნერვები ემშლება.

გეთანხმები, ეხლა 5 ში ევროპის შესარჩევი აქვს ამ ახალგაზრდულს და იმედია მაგის ტრანსლაცია იქნება

admin 01-ივნ, 23:10

ყველა დონის ნაკრების და ყველა სახეობაში წარმატება მიხარია მაგრამ ტრანსლიაციას რო არ აკეთებენ ნერვები ემშლება.
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018