კობიაშვილი – დისკვალიფიკაცია წლის ბოლომდე

საქართველო 04-ივნ, 20:519 Sportnews 1092 1






ლევან კობიაშვილი 2012 წლის ბოლომდე ვერ ითამაშებს – წერს stern.de. ასე რომ, სასჯელი განახევრდა. როგორც იცით, გერმანიის საფეხბურთო კავშირის სადისციპლინო კომიტეტმა თავიდან 2013 წლის 16 მაისამდე აუკრძალა თამაში “კობის”, თუმცა როგორც გამოცემა წერს, ლევანმა მომხდარი მოინანია და გადაწყდა: დისკვალიფიკაცია წლის ბოლომდეა ძალაში.

“ ასე რომ, ფეხბურთს კიდევ ვითამაშებ! ბოლო პერიოდში ჩემი ოჯახი ბევრს ნერვიულობდა და მოხარული ვარ, რომ პროცესი დასრულდა. "ჰერტას" თანადგომისთვის მადლობას ვუხდი, იანვრიდან კი ისევ ვითამაშებ" – აცხადებს ლევანი.

“ჩვენ მომდევნო სეზონში კობიაშვილის იმედი გვექნება”, – ეს კი “ჰერტას” გენერალური მენეჯერის, მიხაელ პრეეცის სიტყვებია.

შეხსენებისთვის, ლევანს “ფორტუნა”-“ჰერტას” მატჩის (2:2) შემდეგ, არბიტრ მიხაელ შტარკის ფიზიკური შეურაცხყოფა დაბრალდა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 1

Sportnews 04-ივნ, 20:56

კაია, რომ გაუნახევრეს
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018