Image

ჩივაძის გუნდმა ესტონეთს სტუმრად სძლია!

საქართველო 06-ივნ, 02:379 Sportnews 1194


საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, სტუმრად სძლია ესტონეთის ნაკრებს და ჯგუფში მესამე ადგილზე აინაცვლა.


ბელორუსის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში მოგების შემდეგ, ალექსანდრე ჩივაძისა და მისი გუნდის იღბლიანობა უკვე ოფიციალურ მატჩშიც გაგრძელდა. ახალგაზრდა „ჯვაროსნები“ თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ სათამაშო უპირატესობას და საბოლოოდ, თორნიკე ოქრიაშვილისა და ლევან ყენიას გოლებით გაიმარჯვეს კიდეც.


ტალინი. „ლე კოქ არენა“. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი, მე-5 ჯგუფი


ესტონეთიU21 – საქართველოU21 1:2 (0:2)


ესტონეთი: მეერიტსი, კულინიცი, რეინტამი, არტიუნინი (ა.პროსა 46), პოდოლიუჟინი, სინილაიდი, საბოტინი (მეტსი 46), კალუმაიე, ალიკუ, პაპონი, პეიტრე (ჩეგოდაევი 77)


მთ.მწვრთნელი - ფრანკ ბერნჰარდტი


საქართველო: ნადირაძე, ტვილდიანი, კვერკველია, კობახიძე, იოსელიანი, ოქრიაშვილი, ყენია (ჩაფიძე 46), საბანაძე (ჯიღაური 61), კვეკვესკირი (კაპ), პაპავა, ბეგლარიშვილი (შარაშენიძე 80)


მთ.მწვრთნელი - ალექსანდრე ჩივაძე


გოლები: ოქრიაშვილი (12), ყენია (26), კვერკველია (81 საკ.კარში)


გაფრთხილება: კალუმაიე


მსაჯი: თოლგა იოზქალფა (თურქეთი)


ჩივაძის გუნდმა, მატჩის დებიუტშივე ხელთ იგდო მატჩის სადავეები და უკვე მე-12 წუთზე დაწინაურებაც შეძლო. ოქრიაშვილმა თავგანწირვით იბრძოლა მეტოქის საჯარიმოსთან, მცველის შეცდომით ისარგებლა, ბურთი აართვა და ყენიასთან კედლის გათამაშების შემდეგ, მეერიტსის კარიც აიღო.


26-ე წუთზე კი, უკვე თავად ლევან ყენიამ შეძლო თავისი გუნდის კიდევ უფრო დაწინაურება. ჩვენი 10 ნომერი საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა და დაარტყა - ბურთი მოსაგერიებლად ჩაწოლილ არტიუნინს ფეხზე შეეხო და კარში შევარდა - 2:0.


ქართველებს არც ამის შემდეგ გაუშვიათ ხელიდან უპირატესობა, რაც მატჩის სტატისტიკურ მონაცემებშიც კარგად ჩანს. ერთი საპასუხო გოლი კი, ესტონელებმა საჯარიმო დარტყმის მერე შეძლეს, როცა საბა კვერკველიამ ბურთის მოგერიება სცადა, თუმცა, საკუთარ კარში ჩაჭრა...


ამ ეტაპზე, საქართველოს ნაკრები 6 ქულით ცხრილის მესამე ადგილზეა და ბურთების შეფარდებით ჯობნის ხორვატიის ნაკრებს, რომელიც თბილისში აგვისტოში გვეწვევა.


სფფ-ის პრესსამსახური



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Wertil^ 8 ივნისი 2012 22:07
ყოჩაღ ბიჭებს.
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
იანვარი 2019 (348)
დეკემბერი 2018 (540)
ნოემბერი 2018 (413)
ოქტომბერი 2018 (437)
სექტემბერი 2018 (574)
აგვისტო 2018 (535)
რეკლამა