ზესტაფონში ევროტურნირებისათვის მზადებას განაგრძობენ

ზესტაფონში ევროტურნირებისათვის მზადებას განაგრძობენ

12-06-2012, 13:19

როგორც მოგეხსენებათ, აპრილის დასაწყისში ზესტაფონში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ უეფა-ს წარმომადგენელი და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ლიცენზირების მენეჯერი არნო სარგსიანი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საკლუბო ლიცენზირების განყოფილების უფროსი ბაქარ ჟორდანია...

სტუმრებმა, დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონის მონახულებისა და არენაზე არსებული მდგომარეობის დეტალურად გაცნობის შედეგად, შეადგინეს შესაბამისი დოკუმენტი, რომელშიც შეფასდა არენაზე არსებული მდგომარეობა და გაკეთდა სათანადო რეკომენდაციები იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახის ღონისძიებები იყო გასატარებელი ზემოიმერულ არენაზე ევროპული ტურნირების საკვალიფიკაციო რაუნდების მატჩების ზესტაფონში გამართვის ნებართვის მისაღებად.

ზემოთნახსენები რეკომენდაციების გათვალისწინებით, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობს სამშენებლო-აღდგენითი სამუშაოები. ამ დროისთვის უკვე განახლებულია სათამაშო მოედნის გარშემო არსებული ღობე, გარემონტდა სტადიონის ფასადი, ადმინისტრაციული შენობა და ტრიბუნები, მიმდინარეობს სტადიონთან განლაგებული ავტოსადგომის კეთილმოწყობა, მოედნის მიმდებარე ტერიტორიის და ტრიბუნებთან მისასვლელების ასფალტირება და ასე შემდეგ...

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეს-სამსახური გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს, რომელიც დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მიმდინარე სამშენებლო-აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობასა და პირველ შედეგებსაც ასახავს.

# 1454ავტორი: admin
მე მგონი ევროტურნირებზე გელაშვილი ძალიან დააკლდებათ. ისევ იმ აზრზე ვრცები რო ეგ კაცი არ უდნა გაეყიდათ
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით