“მეტალურგმა” ხორვატიულ “რიეკასთან” წააგო

“მეტალურგმა” ხორვატიულ “რიეკასთან” წააგო

23-06-2012, 13:25

რუსთავის “მეტალურგმა” სლოვენიურ შეკრებაზე მეორე ტესტ-მატჩი გამართა. ლიუბლიანის “ოლიმპიასთან” მოგების (1:0) შემდეგ, კობა ჟორჟიკაშვილის გუნდმა ხორვატიულ “რიეკასთან” ამავე ანგარიშით, 0:1 წააგო. “რიეკამ” ქვეყნის ჩემპიონატის გასულ სეზონში მე-12 ადგილი დაიკავა.
ხორვატებმა “მეტალურგის” კარში 30-ე წუთზე გაიტანეს გოლი, კერძოდ, კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ. კლუბის პრესატაშე თამარ დაჩიბერაძის ცნობით, ჟორჟიკაშვილის გუნდი მორიგ ამხანაგურ მატჩს 25 ივნისს უკრაინის “ზორიას“ წინააღმდეგ გამართავს, 27-ში კი, რუსთაველები უკრაინის „ზაკარპატიას“ დაუპირისპირდებიან.
“მეტალურგის” შემადგენლობა “რიეკასთან”: ბედიაშვილი (ბათიაშვილი 46), კვარაცხელია, მახვილაძე (გავაშელიშვილი 46), ჯაფარიძე (კაკუშაძე 46), სუხიაშვილი, რაზმაძე, ირაკლი მაისურაძე, მიქაბერიძე, თექთურმანიძე (ქავთარაძე 46), გეწაძე, სიხარულიძე (ტატანაშვილი 46).

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

შემოგვიერთდით