თბილისის "დინამომ" დუშან უჰრინი და ბუბა ტყავაძე წარადგინა

თბილისის

27-06-2012, 01:21

დიღმის საწვრთნელ ბაზაზე თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ მასმედიის წარმომადგენლებს გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი, დუშან უჰრინი და ახალი სპორტული დირექტორი, ბუბა ტყავაძე წარუდგინა.

რომან ფიფია:
"დინამოსთვის" მნიშვნელოვანი დღე დადგა. მსურს წარმოგიდგინოთ ჩვენი გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი დუშან უჰრინი და სპორტული დირექტორი ბუბა ტყავაძე.

ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა ჩემპიონობაა, ეს არის "დინამოს" სტანდარტი. ჩვენ ძალიან ბევრი კარგი და ძლიერი მეტოქე გვყავს "ზესტაფონის", "მეტალურგის", "ტორპედოს", "დილას", ზუგდიდის გუნდის, "ვიტ ჯორჯიასა" და სხვათა სახით.

მიმაჩნია, რომ "დინამო" ჩემპიონობისთვის უნდა იბრძოდეს. ჩვენ გუნდის შენებას ვაგრძელებთ, "დინამოს" მალე ექნება საკუთარი აკადემია, საიდანაც პირველი გუნდი მიიღებს შევსებას.

ჩვენი მიზანი საბოლოოდ ქართული ფეხბურთის განვითარებაა. ბუნებრივია, ქართული ფეხბურთის აღმავლობა სწორედ ახალი თაობის ფეხბურთელებით უნდა დაიწყოს.

იმედი მაქვს, რომ დუშან უჰრინსა და ბუბა ტყავაძესთან ერთად ჩვენი გუნდი მომავალ სეზონში ჩემპიონობას მოიპოვებს".

დუშან უჰრინი:
"დინამო" დიდი გუნდია. მოხარული ვარ, რომ ასეთი მდიდარი ისტორიის გუნდში მომიწევს მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობა.

მამაჩემისგან ბევრი მსმენია ამ გუნდზე, მას საკმაოდ კარგი მიღწევები აქვს "დინამოში".

აქ ჩამოსული გაოცებული დავრჩი ინფრასტრუქტურითა და შექმნილი პირობებით. მე გათავისებული მაქვს, რომ ყველა წარმატების მოლოდინშია.

ჩვენგან ყველა შედეგიან ფეხბურთს და ჩემპიონობას მოელის - ამისთვის კი ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.

სპორტულ დირექტორთან ერთობლივი კონსულტაციის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ ვინ დარჩება და ვინ დატოვებს გუნდს. ვიმედოვნებ, კარგ გუნდს გავაკეთებთ.

თბილისი კარგი ქალაქია, საქართველოში შესანიშნავი ხალხი ცხოვრობს, გუნდს ლამაზი ბაზა და საშინაო არენა აქვს. იმედი მაქვს, ერთად დიდ წარმატებას მივაღწევთ".

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით