“აქტობეს” მწვრთნელი: “ქართველთა ძალა ვიცი”

“აქტობეს” მწვრთნელი: “ქართველთა ძალა ვიცი”

27-06-2012, 21:45

როგორც იცით, ქუთაისის “ტორპედო” ევროპის ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახურ “აქტობეს” შეხვდება, რომელიც მიმდინარე სეზონში მეექვსე ადგილზეა. “აქტობეს” მწვრთნელმა ვლადიმირ მუხანოვმა ქუთათურებზე ისაუბრეა და ხაზი გაუსვა, რომ ეს ტრადიციული კლუბია, რომელიც საბჭოთა კავშირის ჩემპიონატშიც კარგ შედეგს აჩვენებდა.
- რას იტყვით მეტოქეზე?
- საკმაოდ ძლიერი მეტოქე შეგვხვდა. საერთოდ, ქართველთა ძალა ვიცი. “ტორპედო” ტრადიციული კლუბია, რომელსაც ღრმა ფესვები აქვს ჯერ კიდევ საბჭოეთის ჩემპიონატიდან.
- ამჟამინდელ “ტორპედოზე” ინფორმაცია გაქვთ?
- გვაქვს გარკვეული ცნობები. ამ კუთხით ვიმუშავებთ. რაც შეიძლება მეტი რამ უნდა შევიტყოთ მეტოქეზე.
- გეცოდინებათ, “ტორპედო” მთლიანად ქართველებითაა დაკომპლექტებული. როგორ ფიქრობთ, რასთანაა ეს დაკავშირებული?
- ეს შიდა სამზარეულოა და არ ვიცი. მიზეზი სხვადასხვა შეიძლება იყოს: ფინანსები, ან უბრალოდ, ქართველ მოთამაშეებზე გათვლა.
- კენჭისყრის შემდეგ ისეთი ატმოსფეროა, რომ “აქტობეს” შემდეგ ეტაპზე გასვლაში ყველა დარწმუნებულია. ეს არ იმოქმედებს?
- ჩემს ფეხბურთელებს ყოველთვის მეტოქის პატივისცემისკენ მოვუწოდებ. ისინი ყველა მატჩს სერიოზულად უნდა მოეკიდონ.
- ახალწვეულები კიდევ იქნებიან “აქტობეში”?
- არა, ამ ეტაპზე გუნდი უკვე დაკომპლექტებულია.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

შემოგვიერთდით