გოგა ბერაია: “ზესტაფონი” “ნეფთჩიზე” ძლიერია”

გოგა ბერაია: “ზესტაფონი” “ნეფთჩიზე” ძლიერია”

28-06-2012, 13:59

ქართველმა ნახევარმცველმა გოგა ბერაიამ თქვა, “ზესტაფონი” “ნეფთჩიზე” ძლიერიაო და იმედოვნებს, რომ შემდეგ ეტაპზე ქართული გუნდი გავა. როგორც იცით, “ნეფთჩი” და “ზესტაფონი” ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე ხვდებიან ერთმანეთს.
“დარწმუნებული ვარ, ბრძოლა იქნება, ორივე გუნდს ძალიან სურს შემდეგ ეტაპზე გასვლა, თუმცა ვთვლი, რომ “ზესტაფონი” უფრო ძლიერია” - უთხრა ბერაიამ აზერბაიჯანულ futbol11-ს.
ცნობისთვის, ბერაიამ გასული სეზონის მეორე ნახევარი “ზესტაფონში” გაატარა, მანამდე კი თბილისის “დინამოში” გახლდათ. ბერაიას აზერბაიჯანის სამ გუნდში (“ყარაბაღი”, “ქიაფაზი”, “გაბალა”) უთამაშია.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

შემოგვიერთდით