’’მეტალურგი’’ - ’’ზაკარპატიე’’ 0-1

’’მეტალურგი’’ - ’’ზაკარპატიე’’ 0-1

28-06-2012, 14:03

რუსთავის “მეტალურგმა” სლოვენიაში მორიგი ტესტ-მატჩი გამართა და უჟგოროდის ‘ზაკარპატიესთან” 0:1 წააგო. ეს ერთადერთი ბურთი ქართველებს ბოიკომ გაუტანა 24-ე წუთზე. “ზაკარპატიემ” გასული სეზონი უკრაინის ქვედა ლიგაში გაატარა, თუმცა პირველი ადგილი დაიკავა და პრემიერლიგის საგზური მოიპოვა. ამ გუნდში ლაშა ჯაკობია ირიცხება, თუმცა მას ტრავმის გამო არ უთამაშია.
“მეტალურგის” პრესატაშე თამარ დაჩიბერაძემ “მსოფლიო სპორტს” რუსთაველთა შემადგენლობა აცნობა: ბათიაშვილი (ბედიაშვილი 46), ჯაფარიძე (კაკუშაძე 46), გავაშელიშვილი, კვარაცხელია (მახვილაძე 46), სუხიაშვილი, დობროვოლსკი (მაისურაძე 46), რაზმაძე (ქავთარაძე 46), ლობჟანიძე, მიქაბერიძე, თექთურმანიძე (გეწაძე 46), სიხარულიძე (ტატანაშვილი 46).
“მეტალურგი” 29 ივნისს დაბრუნდება საქართველოში.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით