2015 წლის უეფას სუპერთასს თბილისი უმასპინძლებს

საქართველო 30-ივნ, 14:149 Sportnews 4526 6






გადაწყდა - 2015 წლის 12 აგვისტოს, თბილისი და საქართველო, პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უეფას სუპერთასის მასპინძელი იქნება.

ეს გადაწყვეტილება დღეს, კიევში, უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღეს, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი - ზვიად სიჭინავა და გენერალური მდივანი - რევაზ არველაძე ესწრებიან.

უეფას გადაწყვეტილებით, 2013 წლიდან, მონაკო სუპერთასის ტრადიციული მასპინძელი აღარ იქნება და ამიერიდან, ყოველწლიურად მას სხვადასხვა ქალაქები უმასპინძლებენ. მაგალითად, 2013 წელს, ფინალური მატჩი პრაღაში ჩატარდება; ხოლო, ჩვენდა სასიხარულოდ, 2015 წელს, ამ დიდი მატჩისა და ღონისძიების მასპინძელი ჩვენი ქვეყნის დედაქალაქი იქნება.

ამ ეტაპზე, დეტალები ჯერ ცნობილი არაა. გადაწყვეტილება სულ რამდენიმე წუთის წინ, კიევში, საგანგებო პრესკონფერენციაზე გაჟღერდა. ჩვენთვის საინტერესო ყველა კითხვას კი,ამომწურავი პასუხი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელების თბილისში დაბრუნების შემდეგ გაეცემა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 6

Dark Dante 30-ივნ, 19:17

აუ ბარსა ჩამოვიდეს მეტი არ მინდა არაფერი კომპიუტერსაც გავყიდი ოღონდ ბილეთი ავიღო 3

vano.t 30-ივნ, 19:16

ვაა მაგარიააა

admin 30-ივნ, 18:33

იმედია ერთი დიდი კლუბი მაინც ჩამოვა

Alex_Song 30-ივნ, 15:55

აუუ რა მაგარია მე დიანმოში ვიქნები მაშინ და ბარსას ვეთამაშებით --- მესსი არ გაგახარებ>>>>>>>საყვარელ

admin 30-ივნ, 15:22

ძალიან კარგი, უნდა დავიწყოთ დიდი ფორუმების მასპინძლობა

Sportnews 30-ივნ, 14:17

ძალია კარგია , მართლა კარგი იქნება ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, იქნებ 2020 წელს ევროპასაც ვუმასპინძლოთ , იმედია 2015 წელს რეალი მოგებს ლიგას wink
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018