ჯაბა დვალი მსოფლიო ბომბარდირებში მოხვდა

საქართველო 02-ივლ, 14:229 Sportnews 1903 0






ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) გასული სეზონის ბომბარდირთა მონაცემები შეაჯამა და ეროვნული ჩემპიონატების საუკეთესო მეგოლეების სია გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბომბარდირებში "ზესტაფონის" ფორვარდი, საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო სნაიპერი ჯაბა დვალიც მოხვდა, რომელიც 53-ე ადგილზეა.

შეგახსენებთ, გასულ სეზონში დვალმა 20 გოლი გაიტანა.

მონაცემებში შეტანილია მხოლოდ ჩემპიონატში გატანილი გოლები და არა სათასო თუ საერთაშორისო ტურნირების მონაგარი.

რეიტინგს მსოფლიო ფეხბურთის ორი კაშკაშა ვარსკვლავი ლიდერობს, საუკეთესო ათეული ასეთია:

1. ლიონელ მესი (არგენტინა, ბარსელონა) - 50 გოლი
2. კრიშტიანუ რონალდო (პორტუგალია, რეალი) - 46
3. ჰენრი ერნანდესი (კოლუმბია, ხაგუარესი) - 35
4-5. ბას დოსტი (ჰოლანდია, ჰერენვენი) - 32
4-5 ბურაქ ილმაზი (თურქეთი, ტრაბზონსფორი) - 32
6. რობინ ვან პერსი (ჰოლანდია, არსენალი) - 30
7. კლაას იან ჰუნტელაარი (ჰოლანდია, შალკე) - 29
8. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი, მილანი) - 28
9-10 ორიბე პერალტა (მექსიკა, სანტოსი) - 28
9-10 სეიდუ დუმბია (კოტდივუარი, ცსკა მოსკოვი) - 28

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ზემოთ ნახსენები ორგანიზაციის რეიტინგს არაფერი აქვს საერთო "ოქროს ბუცის" ნომინაციასთან, სადაც ბომბარდირთა მონაგარი ამა თუ იმ ქვეყნის ლიგის რეიტინგისა და კოეფიციენტების მიხედვით იანგარიშება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018