დიდი ტრაგედია–ქართული ფეხბურთი!

დიდი ტრაგედია–ქართული ფეხბურთი!

10-07-2012, 22:07

ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ეს სტატია დამეწერა და თქვენთვის გამენდო ჩემი გულისტკივი, რომელიც დარწმუნებული ვარ ყველა ქართველის გულისტკივილია, ვინც კი ოდნავ მაინც არის ჩახედული ფეხბურთში.

მსოფლიოში ფეხბურთი ნომერ პირველი სპორტის სახეობაა, ბავშვების უმეტესობას სურს , რომ ფეხბურთელი გამოვიდეს, რა თქმა უნდა გამონაკლისი არც საქართველოა, ფეხბურთი ყველას გვიყვრს და ქართველი ბავშვებიც ფეხბურთით არიან გატაცებული , მაგრამ დღეს ქართული ფეხბურთი მართლაც დიდი ტრაგედია.

ყველა ეროვნულ ნაკრებს შეჰყურებს , ყველას გვეიმედება, რომ ჩვენი ნაკრები წარმატებას მიაღწევს, მაგრამ ეს წარმატება ძალიან შორსაა , რატომღაც დღეს ყველაფერი ეროვნულ ნაკრებზე და მის მწვრთნელზე "ტყდება", რატომ ვერ გაიმარჯვა საქართველოს ნაკრებმა? თემურ ქეცბაიამ ვერ შეძლო ნაკრებისთვის წარმატების მოტანა, ასეთი კომენტარები ისმის ქართველი გულშემტკივრის მხრიდან, მაგრამ...

საქართველოს ნაკრები, რომ ვერ აღწევს წარმატებას, არ შეიძლება მხოლოდ მწვრთნელს დავაბრალოთ , ამის მიზეზი საკმაოდ ბევრია, რომლის შესახებაც მინდა გიამბოთ, პრობლემაა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი , ქართველი ფეხბურთელების დონე , ქართული კლუბების ფინასური მხარე, ახალგაზრდა ტალანტების დაკარგვა და სხვაა.

ქართველი ფეხბურთელების დონე


არ ვიცი თქვენ რამდენად შეგინიშნავთ ეს, მაგრამ მე დიდი მწუხარებით ვხვდები შემდეგი სეზონის დაწყებას, მსოფლიოს ოთხი წამყვანი ჩემპიონტიდან , საუბარი მაქვს ინგლისისა, იტალიისა, ესპანეთისა და გერმანიის ჩემპიონატებზე. ამ ჩემპიონატებში მონაწილე გუნდებში არც ერთი ქართველი ფეხბურთელი არ არის. სინამდვილე ასეთია არ არსებობს ქართველი ფეხბურთელი, რომელიც უმაღლესი დონის ჩემპიონატში თამაშს შეძლებს.

საქართველოს ჩემპიონატი და ქართული გუნდები


შეხედეთ მსოფლიო მაგალითს, ესპანეთის ნაკრებმა ზედიზედ სამჯერ მოახერხა დიდი საერთაშორისო ტურნირის მოგება, თუ კარგად დავუკვირდებით , აღმოვაჩენთ, რომ ამ ნაკრებში თითზე ჩამოსათვლელი ფეხბურთელები არიან ლეგიონერები და ნაკრები ძირითად შევსებას თავის ჩემპიონატიდან იღებს, ჩვენთან კი ეროვნული ჩემპიონატი კატასტროფულ! მდგომარეობაში , თუ არ გვექნება კარგი ჩემპიონატი, ნაკრების წარმატების შანსიც ძალიან დაბალია. რა დასამალი ამბავია, რომ ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე გუნდებიდან მხოლოდ რამდენიმეა ფინანსურად გამართული, უმეტესობას კი საკუთარი მოედნის და საფარის მოვლაც არ შეუძლია. რა თქმა უნდა ჩვენს ჩემპიონატში ფეხბურთელთა ხელფასიც საკმაოდ დაბალია, რაც ნაკლებ კონკურენციას ქმნის, ნაკლები კონკურენცია კი პირდაპირ აისახება ფეხბურთელთა დონეზე, საქართველოს ჩემპიონატის უმეტესი შეხვედრა მოსაწყენია, ასეთი ფეხბურთით კი გულშემატკივარი ნაკლებად ინტერესდება და არ დადის სტადიონზე. გულშემტკივრის გარეშე კი ფეხბურთი წრმოუდგენელია, ჩემი აზრით, ქართული გუნდების მესვეურებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ პირველ რიგში ფინანსურად გაძლიერდნენ, შემდეგ უკეთესი ფეხბურთელებიც ეყოლებათ , უკეთეს თამაშსაც ანახებენ და გულშემატკივარსაც დააბრუნებენ. სამწუხაროდ (თუ ვცდები , უკეთესი) არაფერი ეშველება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს თუ ეროვნული ჩემპიონატის დონე არ ამაღლდება.

ახალგაზრდა ტალანტები

ერთადერთი რამ რაშიც შეუძლია ქართულმა ფეხბურთმა იამაყოს ეს ქართველი ფეხბურთში უამრავი ახალგაზრდა ტალანტის არსებობაა, მაგრამ სამწუხაროდ მათი სწორ გზაზე დაყენება და სწორად აღზრდა არ ხდება. ჩვენმა 17–წლამდელებმაც დაგვარწმუნეს ამაში, რომ ნამდვილად შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებიც, შეგახსენებთ, რომ ეს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა და ბოლო წუთზე დამარცხდა მომავალ ჩემპიონთან. მაგრამ სად ქრებიან მერე ეს ფეხბურთელები? როგორც წესი ისინი საქართველოდან მიდიან მეზობელი ქვეყნების მეორე და მესამე ლიგებში , იქ კი ისინი სრულიად იკარგებიან. ამ პრობლემის მოგვარების გზად, ისევ ეროვნული ჩემპიონატის დონის ამღლებას მივიჩნევ, ისევ ქართულმა კლუბებმა უნდა მოახერხონ ამ ტალანტების აღზრდა და უმაღლესი დონის ფეხბურთელებად ჩამოყალიბება.

იმედი


როგორც მოგეხსენებათ 4 ქართული გუნდი მონაწილეობს ევროტურნირებზე , დიდი იმედი გვაქვს, რომ რომელი მათთაგანი მოახერხებს ძირითად ტურნირზე მოხვედრას, რუსთავის "მეტალურგი" თითქმის გასულია ფლეი–ოფის მეორე წრეში, იმედია მას "ტორპედოც" შეურთდება, შემდეგ კი უკვე "დილაც" და "ზესტაფონიც" ჩაერთვევიან ასპარეზობაში, ერთი ქართული გუნდის გასვლაც ძირითდ ტურნირზე კი შეიძლება რაღაც ძალიან დიდი წარმატების დასაწყისი აღმოჩნდეს.

ეს არის ჩემი გულისტკივილი, რომლის გაცნობა თქვენთვისაც მინდოდა, ვიმედოვნებ ეს პრობლემები მოგვარდება და ქართული ფეხბურთი გაახარებს ქართველ გულშემატკივარს, არ დამივწყდება ის სიხარული, რომელიც ქართველმა ხალხმა განიცადა ხორვატიის ნაკრების დამარცხებით, ასეთი გამარჯვებები კი აუცილებლად სჭირდება ჩვენ ერს!

გოგა გოგილაშვილი FoR EsPoRT.Ge

# 872ავტორი: Richie
რაულიტო,
მართალი ხარ, მაგრამ მაგას მინიმუმ 5 წელი სჭირდება და ქართველების ამბავი კარგად იცი, ყველაფერი მაშინვე უნდათ. ქეცბა რო მოვიდა რას ფიქრობდნენ ვსო მაგარი ნაკრები ვიქნებითო მარა წააგო მატჩები და თამაშებზე აღარც დადიოდნენ, ასე თუ გაგრძელდება არც ეშველება ჩვენს ნაკრებს...
# 2783ავტორი: Sportnews
vano.t,
RichIe_blacKburen,

გაიხარეთ

მე მაინც მგონია, რომ თუ ეროვნული ჩემპიონატის დონე მაღლა აიწევს , ნაკრებსაც ეშველება

--------------------

# 872ავტორი: Richie
საღოლ გოგა მაგარი სტატიაა როგორც ყოველთვის. შენ იმდენს ხვდები და ფიქრობ ქართულ ფეხბურთზე, მემგონი ფედერაცია არ ფიქრობს ამდენს... wink

რაც შეეხება ტალანტებს (უმაღლეს ლიგას და სხვა ყველაფერს შეგნებულად გადავახტი), მათი აღზრდა ყველაზე ძნელია ჩემი აზრით. ნორმალური პირობებია საჭირო, ფეხბურთელს სურვილი უნდა ჰქონდეს თამაშის. ფულიანი ფეხბურთელები წავლენ უცხოეთში გაიზრდებიან ფეხბურთელად, მერე მაგათ უმეტესობაც საქართველოს ნაკრებში თამაში არც მოუნდებათ. თუ პირობები იქნება, თუ ჩვენს მომავალ ფეხბურთელებს კარგი სპეციალისტები გაზრდიან, ყველა თანასწორი იქნება და უმეტესობა არაჩვეულებრივი ფეხბურთელი დადგება...
# 52ავტორი: vano.t
აავტორ ყოჩაღ კარგი სტატიააა
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

შემოგვიერთდით