დინამო ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. გუშინ დუშან უჰრინის გუნდმა, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე, მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა.
დინამოელები პირველი ლიგის წარმომადგენელ გაგრას დაუპირისპირდნენ და დიდი ანგარიშით – 6:1 იმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ გუშინდელ თამაშში, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მოედანს ლევან კაკუბავა დაუბრუნდა. დიღმის ბაზაზე გამართულ შეხვედრაში დინამოელებმა ორი განსხვავებული შემადგენლობით ითამაშეს.
პირველ ნახევარში მოედანზე ლორია, რეხვიაშვილი, ხიზანეიშვილი, გლიშიჩი, სეთურიძე, ძარია, თარხნიშვილი, კოტო, ჩისკო, იაგუე და მერებაშვილი ვიხილეთ. მეორე ტაიმში კი დუშან უჰრინმა შემდეგი შემადგენლობა ათამაშა: ზარქუა (სეფიაშვილი), პაპავა, გველესიანი, ჯიღაური, ტვილდიანი, მერებაშვილი (პარუნაშვილი), იაგუე (გაბაშვილი),რეხვიაშვილი (კაკუბავა), თარხნიშვილი (ჩაფიძე), გლიშიჩი (კაკულია), რობერტინიო.
მოწინააღმდეგე გუნდის კარში გატანილი გოლებით თავი ალბერტ იაგუემ (დუბლი), ჩისკომ, რობერტინიო (დუბლი) და ჯიღაურმა გამოიჩინეს.

მოქმედი ფეხბურთელებიდან ვის აქვს ყველაზე მეტი...
" სახლი კი არა ნამდვილი სამოთხეა " - ნახეთ როგორ...
ვინ გახდა "ლივერპული"-"რომას" საუკეთესო...
ლაშა ტალახაძე ულამაზეს გოგოზე დაინიშნა - ნახეთ,...
სალაჰმა საოცარი შედეგი დააფიქსირა...
5 მიზეზი იმისა, თუ რატომ დაამარცხებს მადრიდის...