Image

ნიკა ჭანტურია და დავით ჯიქია ფრაიბურგში

საქართველო 18-ივლ, 13:209 Sportnews 2628


სააგენტო Fa Players მალხაზ მუსერიძემ, გუგა კაჭახიძემ და ბესო აბაშიძემ ჩამოაყალიბეს და მიზანდ მოთამაშეების ევროპაში გაყვანა დაისახეს, უკრაინა-რუსეთში კი პრინციპულად არ სურთ ქართველი ტალანტების გაყვანა და თვლიან, რომ ევროპაში უკეთ გაიზრდებიან და უფრო სპროტული აზროვნება ექნებათ.

მათი მუშაობა ამართლებს კიდეც: დანიაში ორი წლის წინ ჩაყვანილი დავით სხირტლაძე უკვე "ორჰუსის" ძირითად შემადგენლობაში იმკვიდრებს ადგილს. ამავე გუნდში იყო ლაშა შინდაგორიძეც, რომელმაც "ორჰუსის" რეზერვისეტბში ერთი წელი გაატარა და დანია თებერვალში დატოვა. მერე თბილისში, საფეხბურთო კლუბ "სასკოში" ვარჯიშობდა. ახლახანს კი ლაშა ჩეხეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი კლუბის, პრაღის "დუკლას" ახალგაზრდულ გუნდში სწორედ სააგენტო Fa Players-ის დახმარებით მოხვდა.

ახლა უფრო ხმაურიანი გარიგების ინიციატორები გახდნენ: ჩვენთვის ლამის მშობლიურ გერმანულ "ფრაიბურგში" საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ორი ფეხბურთელი ჩაიყვანეს - ვასილ მაისურაძის გუნდის ცენტრალური მცველი და კაპიტანი ნიკა ჭანტურია და თავდამსხმელი დავით ჯიქია.

ორივე მთგანი ნაკრების საკვანძო მოთამაშე იყო და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლაში უდიდესი როლი ითამაშეს. მათ "ფრაიბურგის" 19-წლამდელთა გუნდში უკვე ივარჯიშეს და კიდევ დარჩებიან.

ორივე ეს მოთამაშე პირველი ლიგის თბილისის "ლოკომოტივში" თამაშობდა და გერმანელები მოლაპარაკებას მის პრეზიდენტ ლექსო თოფურიასთან აწარმოებენ.

ვფიქრობთ, ეს ის მაგალითია, როდესაც პირველ ლიგაში გავარდნილი გუნდი უმაღლესი ლიგის ბევრი წარმომადგენლისთვის მაგალითად გამოდგება: ნაკრებისთვის ბევრი ვერ ზრდის ისეთ მოთამაშეებს, როოგრც ვითომ გაღარიბებულმა და გავარდნილმა "ლოკომოტივმა" მოახერხა.

ესაა სწორი მუშაობა, თორემ ბევრი გუნდია უმაღლესში, რომლებსაც ასაკობრივი ნაკრებისთვისაც ერთი მოთამაშეც არ მიუწოდებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
admin 18 ივლისი 2012 17:17
კარგიაააააააააა გამიხარდა ნამდვილად
Sportnews 18 ივლისი 2012 13:21
ორივე მართლაც გამორჩეული ფეხბურთელი იყო U 17 ში და კაია, რომ გერმანიაში გააგრძელებენ თამაშს, სადაც ძალიან მაღალ დონეზე მოემზადებიან და იმედია მაღალი დონის ფეხბურთელებადაც ჩამოყალიბდებიან , გვჭირდება, რომ ახალგაზრდა თაობა კარგად განვითარდეს 8 8 8 8 8 8 8 8 8 8 8 8 8 8 8 8 8 8
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (288)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა