აირჩიეთ გუნდი:

დინამოელებს ახალი ფორმები ეცმევათ



გთავაზობთ გუნდის ოფიციალურ საიტზე განთავსებულ სტატიას:
"რებრენდინგის პროცესი დინამოში წინა წელს დაიწყო და დინამოსთვის ახალი იმიჯის შექმნაზე, მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა სააგენტომ - ინტერბრენდმა იზრუნა.
ინტერბრენდი საფეხბურთო სამყაროში ძალზედ ცნობილი კომპანიაა. ტურინის იუვენტუსი, დონეცკის შახტარი, ყაზანის რუბინი... ეს იმ გუნდების მცირე ჩამონათვალია რომელთა იმიჯის განახლებაზეც ინტერბრენდმა ბოლო წლებში იმუშავა და დიდ წარმატებებსაც მიაღწია. შვეიცარულმა კომპანიამ შეისწავლა როგორც გუნდის, ასევე ქალაქის ისტორია და ფასეულობები. შედეგად, შეიქმნა იმიჯი რომელიც დინამოს მომავლის სიმბოლოდ იქცევა.
ტრადიციული ფერები- ლურჯი და თეთრი, კლასიკური დინამოს სიმბოლო- ლათინური D, რომლის შერწყმაც ინტერბრენდის დიზაინერებმა მიმინოსთან, თბილისისა და თავისუფლების სიმბოლოსთან მოახდინეს.
ახალი იმიჯის პრეზენტაცია გუნდის თბილისში დაბრუნების შემდეგ გაიმართება, სადაც ქომაგი ბრენდის განვითარების გეგმებსაც გაეცნობა. სლოვენიურ შეკრებაზე გუნდი ახალი ეკიპირებით გაემგზავრა.
რებრენდინგთან დაკავშირებით კიდევ ერთი სიახლეა. წელს დინამო ნაიკით შეიმოსა. ბუნებრივია უცვლელია ძირითადი სათამაშო ფერები ლურჯი და თეთრი, ხოლო მესამე, ნეიტრალური ფორმა წითელი იქნება.
იმედი გვაქვს მოგეწონებათ სიახლე და დინამოს ახალი ფორმა."

ფოტომასალა:

დინამოელებს ახალი ფორმები ეცმევათ


დინამოელებს ახალი ფორმები ეცმევათ


დინამოელებს ახალი ფორმები ეცმევათ


დინამოელებს ახალი ფორმები ეცმევათ

წყარო: Fcdinamo.ge  

{awards}

{awards-link}

#5

ავტორი: global  

დინამოს რა (წერა ისწავლე) პორმა აქ ტეტრი და წიტელი ლურჯი ჯობია ყველას

(წერა ისწავლე)ოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო

{awards}

{awards-link}

#4

ავტორი: CESC FABREGAS  

მაგარია წარმატებებს გისურვებთ :*

{awards}

{awards-link}

#3

ავტორი: admin  

ავტორ ყოჩაღ კარგად გაფორმებულ სიახლეებს დებ

ისე იასამნისფერი ფორმა ყველაზე მხეცია მევასა და ვიყიდი ალბად :)

{awards}

{awards-link}

#2

ავტორი: datopagava23  

აუ ძაან მაგარი ფორმაა =) სააღოლლ ნაიკს =) მაგრამ მევასაა =) მთელი გულითა და სულით გისურვებთ წარმატებებს =)

{awards}

{awards-link}

#1

ავტორი: Edinson Cavani  

მართლა მაგარი ფორმებია და გულით ვუსურვებ წარმატებას ჩემ საყვარელ კლუბს :)
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.