აირჩიეთ გუნდი:

შერიგებისა? თემურ ქეცბაიამ გოგიტა გოგუას ხელი გაუწოდა



დანიაში "ორჰუსთან" გორის "დილას" მოგება არა მხოლოდ შედეგის გამო იყო მნიშვნელოვანი: გორელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, მატჩს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი თემურ ქეცბაია დაესწრო, რომელმაც შეხვედრის შემდეგ გასახდელში ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს გამარჯვება მიულოცა.

ხომ ხვდებით, რაც დაგვაინტერესებდა? მივიდა თუ არა ქეცბაია მისალოცად გოგიტა გოგუასთან, რომელთანაც 2011 წლის 27 მარტს, ხორვატიასთან მოგების მეორე დღეს, ისეთი კონფლიქტი მოუვიდა, რომლის შემდეგაც გოგუა ნაკრებს ჩამოაშორა და აღარ მიუწვევია.

"დიახ, თემური გასახდელში შემოვიდა და გამარჯვება მწვრთნელებსა და ყველა მოთამაშეს ცალ-ცალკე მოგვილოცა.

ის იყო კარგი, რომ გოგუასთანაც მივიდა და მე მგონი, შერიგდნენ. ყოველ შემთხვევაში, ამის დიდი სურვილი გვაქვს და ქეცბაიას მხრიდან ძალიან კარგი, ადამიანური ნაბიჯი იყო.

ეს ამბავი ყველას ისე გაგვიხარდა, თითქოს დანიაში მეორე თამაშიც მოვიგეთ", - გვითხრა "დილას" მთავარმა მწვრთნელმა თემურ შალამბერიძემ.

ცხადია, ჯერ მაინც ნაადრევია იმის მტკიცება, რომ ქეცბაია და გოგუა შერიგდნენ და "დილას" ნახევარმცველს ნაკრებში დააბრუნებენ, მაგრამ ეროვნული გუნდის თავკაცის ეს ნაბიჯი უდავოდ მოსაწონია.

ახლა მეორე საკითხი: ქეცბაია დანიაში ნაკრების პოტენციურ კანდიდატებს აკვირდებოდა. გორელთა შორის კი მრავალი ასეთი მოთამაშეა - დავით კვირკველია, კახა ალადაშვილი, სანდრო გურული, მათე ვაწაძე. არ უთამაშია, მაგრამ ნაკრების წევრია შოთა გრიგალაშვილიც. შესაძლოა, ლაშა სალუქვაძისა და გიორგი შაშიაშვილის კონდიციებიც აინტერესებდა.

ჩვენი ინფორმაციით, ქეცბაიას გიგა ბეჭვაიაც აინტერესებს და შესაძლოა, უახლოეს შეკრებაზე გამოიძახოს. თუმცა გორელთა მთავარი მწვრთნელისთვის ქეცბაიას არ უთქვამს, რომელ მოთამაშეს აკვირდებოდა.

წყარო: ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"  

5

1967

{awards}

{awards-link}

#5

ავტორი: inter  

მაგრად გამიხარდა,იმედია გამოიძახებს გოგუას...ძაან ნიჭიერი ფეღბურთელია...გვჭირდება ძაან

{awards}

{awards-link}

#4

ავტორი: Richie  

ქეცბასგან ასეთ რაღაცას არ მოველოდი ნაღდად. თანაც გოგუა ჭირდება ნაკრებს მაგარი ფეხბურთელია. ხორვატიასთან რო შემოვიდა ძალიან კარგად დაიწყო თამაში და შეტევებზე გადაყავდა გუნდი. ძალიან მაგარი ფეხბურთელია

{awards}

{awards-link}

#3

ავტორი: Wertil^  

კი ძალიან კარგი ამბავია.

{awards}

{awards-link}

#2

ავტორი: iventusi_rati  

მერე ამიტ რა არაფერი.

{awards}

{awards-link}

#1

ავტორი: Sportnews  

ძალიან კარგი ამბავი და სტატია ნებისმიერ ქართველი გულშემატკივრისთვის, ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე, აქაც დამედო და მგონი ცუდი არ ვქენი, რომ გადმოვიტანე

გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.