აირჩიეთ გუნდი:

"ზესტაფონმა" ევროსეზონი ნაადრევად დაასრულა



2012 წლის 24 ივლისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” უეფას ჩემპიონთა ლიგის 2012-2013 წლის გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებითი შეხვედრა გამართა. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში მარგველებმა ბაქოს საფეხბურთო კლუბ "ნეფთჩის" უმასპინძლეს.


ერთი კვირის წინ ბაქოში განცდილი მარცხის შემდეგ ზესტაფონელები ძალიან მძიმე ამოცანის წინაშე აღმოჩნდნენ - იმერეთში განნმეორებით შეხვედრაზე ჩამოსულ ბაქოელებს სამბურთიანი "ჰანდიკაპი" უმაგრებდათ ზურგს...


საპასუხო შეხვედრა მასპინძელთათვის ძალიან კარგად დაიწყო - სტუმართა კართან 16-ე წუთზე ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ იომი ოვონიკოკო დაეუფლა ბურთს, ეს უკანასკნელი გადააწოდა დავით მუჯირს და ზესტაფონელთა გამოცდილმა ნახევარმცველმა უძლიერესი დარტყმით ანგარიში გახსნა. 19-ე წუთზე ბაქოელთა მცველების უხეში შეცდომით ჯაბა დვალმა ისარგებლა და ანგარიში ორამდე გაზარდა. სამწუხაროდ, ზუსტად სამ წუთში ჩავარდა იმერელთა დაცვა და ჯულიუს ვობაიმ უძლიერესი დარტყმით ანგარიში 2:1 გახადა...



სამწუხაროდ, მეორე ტაიმში აღარაფერი შეიცვალა ზესტაფონელთა სასარგებლოდ. მეტიც, მასპინძლებმა კიდევ ერთი გოლი საკუთარ კარში გაუშვეს - ჯავიდ იმამვერდიევის წაქცევისათვის დანიშნული 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა გოლად რაშად სადიგოვმა აქცია. დასანანი ფრე 2-2 და შედეგად, უეფას ჩემპიონთა ლიგის 2012-2013 წლის გათამაშების მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში ბაქოელები იასპარეზებენ, ზესტაფონელებმა კი ევროპულ არენაზე ასპარეზობა უჩვეულოდ ადრეულ სტადიაზე დაასრულეს...



პრესკონფერენცია:
თარლან ახმედოვი (“ნეფთჩი”): “თავიდანვე ვამბობდი, რომ ზესტაფონში მძიმე მატჩი გველოდა. საქმე საქართველოს ჩემპიონთან გვქონდა, რომელმაც ბევრი პრობლემა შეგვიქმნა. საბედნიეროდ, ჩვენ შევძელით შემდეგ ეტაპზე გასვლა. მთავარი რეზულტატია და ჩვენ ამას მივაღწიეთ”.
გიორგი ჭიაბრიშვილი (“ზესტაფონი”): “დღეს შემიძლია იმის თქმა, რომ ორმატჩიან დუელში ბაქოს “ნეფთჩიმ” გვაჯობა. ვულოცავ მეტოქეს შემდეგ ეტაპზე გასვლას. შეიძლებოდა ამ პაექრობებს უკეთესადაც შევხვედროდით, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ვერ შევძელით”.

წყარო: fczestafoni.ge  

5

654

{awards}

{awards-link}

#5

ავტორი: Luka Luka  

არადა რა მიხაროდა 13 - 16 რო შევთხარეთ მეგონა , რომ 2 გოლს კიდე გავიტანდით და დაცვაში ჩაჯდებოდნენ ... ძაან მომეშალა ნერვები "ზესტაფონის" მე...

{awards}

{awards-link}

#4

ავტორი: iventusi_rati  

RichIe_blacKburen,მალე იქნება ის დღე ძმა ჩვენები ლიგაზე რო ითამაშებენ.

{awards}

{awards-link}

#3

ავტორი: M_X_E_C_I  

RichIe_blacKburen,
ვერც ვერასდროს )

{awards}

{awards-link}

#2

ავტორი: Richie  

აუ როგორ მეშლება რა ნერვები :@ როდის უნდა მოვხვდეთ ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე აღარ ვიცი რა

{awards}

{awards-link}

#1

ავტორი: M_X_E_C_I  

იმათთან, როცა ვიყავით მსაჯი ფაქტიურად მაგათი იყო.
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.