თემურ შალამბერიძე: ევროპის ლიგაში ერთ შეცდომასაც არ გაპატიებენ

საქართველო 30-აგვ, 13:429 Alex_Song 1225 3





ევროპის ლიგის პლეი ოფში პორტუგალიურ “მარიტიმუსთან” საპასუხო მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გორის “დილას” მთავარმა მწვრთნელმა თემურ შალამბერიძემ განაცხადა, რომ მისი გუნდი შეეცდება, თავისი ფეხბურთი ითამაშოს.
- რა მდგომარეობაა გუნდში, ვინ დაგაკლდებათ და ტრავმირებული ფეხბურთელები თუ დაგიბრუნდნენ?
- მდგომარეობა ნორმალურია, საბრძოლო განწყობაა. დისკვალიფიკაციის გამო არ გვეყოლება შაშიაშვილი, ხოლო ტრავმების გამო მატჩს გამოტოვებენ არზიანი, მოდებაძე, ალადაშვილი და გვალია. მინდა აღვნიშნო, რომ ზუსტად იმ თამაშზე “ვიტ ჯორჯიასთან”, რომლის გადადებასაც ჩვენ ვითხოვდით, საზარდულის ტრავმა მიიღო მოდებაძემ, ხოლო ალადაშვილმა კუნთი გაიწყვიტა. თომაშვილი დაბრუნდა, მაგრამ ჯერ მზად არ არის, რადგან სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონია.
- ვინ ითამაშებს დაცვის მარჯვენა ფლანგზე შაშიაშვილის მაგივრად?
- არ ვიცი, ამას ხვალ ვნახავთ.
- რა შეიცვლება “დილას” თამაშში წინა მატჩთან შედარებით?
- რასაც ვაკვირდები, ევროპის ლიგაში თამაში არ იძლევა საშუალებას, რომ გახსნილი ფეხბურთი ითამაშო. ერთ შეცდომას არავინ გპატიობს. არც ისეა საქმე, რომ ჩვენ თავიდანვე ”მივასკდეთ” და გოლი გავიტანოთ. ჩვენ ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. პირველი მატჩიდან გამოჩნდა, რომ “მარიტიმუ” არ არის დაუმარცხებელი გუნდი.
- რა სჭირდება “დილას” გამარჯვებას?
გოგიტა გოგუა: – დაუმარცხებელი არ არის, ყველაფერს ვიზამთ, თამაში რომ მოვიგოთ. არ შეიძლება, პირველივე წუთიდან თავქუდმოგლეჯილები გავიქცეთ გოლის გასატანად. რასაკვირველია, უნდა შევუტიოთ, ვინაიდან შინ ვთამაშობთ და მაყურებელი მხარს გვიჭერს. “მარიტიმუს” ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავს და ისინი კარგად დგანან უკანა ხაზზე. თუმცა ყველა გუნდს აქვს სუსტი წერტილი. ჩვენც რამდენიმე დღეა ვმუშაობთ იმაზე, რომ მეტოქის სუსტი წერტილები გამოვიყენოთ.
- განვლილ მატჩებში გორის “დილამ” ძალიან ბევრი ყვითელი ბარათი მიიღო. თავად ფეხბურთელები ხომ არ უნდა დაფიქრდეთ, რომ ეს თავიდან აიცილოთ?
- ისეთი გამოცდილი ფეხბურთელები შევიკრიბეთ, რომ ამაზე ცოტა უნდა დავფიქრდეთ. მართალი ხართ.
- პორტუგალიაში ორი სხვადასხვა ტაიმი ითამაშეთ. პირველ ტაიმში უკეთ გამოიყურებოდით. მეორე კი უფრო ცუდად ჩაატარეთ…
თემურ შალამბერიძე: – ვერ დაგეთანხმებით. ყველა გუნდს, ვისაც კი ვეთამაშეთ, მეორე ტაიმში ვაჯობეთ. კარგი იქნებოდა, გოლი არ გაგვეშვა. როდესაც შევუტიეთ, მეორე ტაიმში მომენტებიც გვქონდა.
- “მარიტიმუს” შესახებ რას იტყვით? რას უნდა ველოდოთ ამ გუნდისგან?
- “მარიტიმუ” შეკრული გუნდია და გამოცდილი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. თუმცა ჩვენმა მოთამაშეებმა თავი გაართვეს დაკისრებულ ამოცანას და პირველ ტაიმში მეტოქეს მომენტი არ ჰქონია. მიმაჩნია, რომ “ანორთოსისს” უფრო ძლიერი მოტამაშეები ჰყავდა, ვიდრე “მარიტიმუს”.


ყველა მოედანზე
მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 30 აგვისტოს გაიმართება და 20 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთები 5 ლარი ღირს. ჩემი დიდი თხოვნა იქნება მოხვიდეთ და ერთად ვუქომაგოდ გორის დილა



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარები 3

Alex_Song 30-აგვ, 13:56

iventusi_rati,
მე დიდი იმედი მაქვს მარა ვერ გავლენ

iventusi_rati 30-აგვ, 13:46

ისე დილას გასვლა ეგრევე ნიშნავს ქართული ფეხბურთის აღორძინებას.

Alex_Song 30-აგვ, 13:46

http://fcdila.ge/images/live.png ეს ნახეთ რა დილას ოფიციალურ საიტზე იყო

არადა ემირეიტია
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018