გორი ევროპას გამოეთიშა

გორი ევროპას გამოეთიშა

30-08-2012, 21:58

დღეს გაიმართა ევროპის ლიგის შესარჩევი ტურის შეხვედრა, პლეი ოფის საპასუხო მატჩში გორის "დილამ" უმასპინძლა პორტუგალიურ "მარიტიმუს" და დათმო მატჩი ანგარიშით 0-2. შეგახსენებთ, პირველი მატჩი ამ ორ კლუბს შორის პორტუგალიელთა გამარჯვებით დასრულდა 1-0.

პირველი ტაიმი საკმაოდ დაძაბული გამოდგა, რამდენიმე საგოლე მომენტი შექმნეს გორელებმა, მაგრამ გამოყენება ვერ შეძლეს. პორტუგალიელებმა შეხვედრის პირველი ტაიმის მიწურულს შეძლეს გოლის გატანა, მცველთა შეცდომის შედეგად ჰელდონი მეკარის წინ პირისპირ აღმოჩნდა და მომენტიც გოლით დაასრულა.

მეორე ტაიმი პორტუგალიელთა უპირატესობით დაიწყო, მათ ზედიზედ რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს. თამაშის 56 წუთზე მსაჯმა გააძევა "მარიტიმოს" ფეხბურთელი ანტონიო, რის შემდეგაც გორელებს იმედი მიეცათ, რომ თამაშის შემოტრიალებას შეძლებდნენ. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, "დილამ" შეძლო ბურთის გაკონტროლება და შეტევების წამოწყება, მაგრამ პორტუგალიელთა მეკარე შესანიშნავად იცავდა კარებს. მატჩის მიწურულს, როდესაც უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, "მარიტიმოს" ფეხბურთელმა დანილო დიასმა, რომელიც შეცვლაზე შემოვიდა შეძლო მეორე გოლის გატანა. საბოლოოდ მატჩი ანგარიშით 0-2 დასრულდა, გორელები ევროპას გამოეთიშნენ !

# 81ავტორი: Red_Army
admin,
გაყიდეს ? გაყიდეს თუ გააყიდინეს ეგ საკითხავია... დაშალეს გუნდი :@ მწვრთნელი რომ წავიდა მას მერე ცუდად აქვთ მაგათ საქმე
# 1454ავტორი: admin
Red_Army,
ზესტაფონი საერთოდ გავარდება უმაღლესი ლიგიდან, სამი საუკეთესო ფეხბურთელი გაყიდეს რომლების გუნდის ბირთვი იყო და მიათრევდენ გუნდს მტელი ამ წლების მანძილზე.

# 81ავტორი: Red_Army
iventusi_rati,
იმედია ... ჯერ ვნახოთ ვინ გაიმარჯვებს ... დინამოს იმედი ყოველთვის მაქვს... მეეჭვება ამ წელს ზესტაფონმა რამე გააკეთოს ... გორი ისევ იზამს რამეს ... არც ზუგდიდს ყავს ცუდი გუნდი კარგი ფეხბურთელები აკრიბეს, რავ ვნახოთ
# 574ავტორი: iventusi_rati
Red_Army,შემდეგ წელს ნამდვილად გაგვიმათლებს.
# 81ავტორი: Red_Army
ეეეე აუუუ როგორ გამიტყდა რა ... წინად დინამოს შეეძლო გასვლა ახლა გორს მაგრამ საბოლოოდ ერთი ნაბიჯი ვერ გადადგეს, რის შედეგადაც გავიდოდნენ რა :@ იმედია შემდეგ წელს მაინც გაგვიმართლებს
# 2783ავტორი: Sportnews
სამწუხაროა, მაგრამ მაინც დიდი წარმატებას მიაღწია დილა

--------------------

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

შემოგვიერთდით