ჩივაძემ ახალგაზრდული ნაკრების სია დაასახელა

საქართველო 01-სექ, 00:339 Red_Army 2554 2






საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 6 სექტემბერს, უეფას 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში ესტონეთს ახალგაზრდულ ნაკრებს თბილისში უმასპინძლებს.

ახალგაზრდული ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა, შეკრებაზე შემდეგ ფეხბურთელები გამოიძახა:

მეკარეები: გიორგი ნადირაძე („სპარტაკი“, ცხინვალი), კახა მეშველიანი („ზესტაფონი“)
მცველები: მამუკა კობახიძე, თედო გრიგალაშვილი, (ორივე „ზესტაფონი“), სოლომონ კვირკველია („ნეფტეხიმიკი“ ნიჟეკამსკი, რუსეთი), გიორგი გაგნიძე, არჩილ ტვილდიანი (ორივე „დინამო“ თბილისი), გიორგი ქიმაძე („ჩიხურა“საჩხერე)
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი, ჯაბა ჯიღაური, გიორგი პაპავა, ლაშა ჩაფიძე, ლაშა პარუნაშვილი (ხუთივე „დინამო“ თბილისი), ნიკა ძალამიძე („იაგელონია“, პოლონეთი), ბესიკ დეკანოიძე, დავით კირკიტაძე (ორივე „ჩიხურა“ საჩხერე)
თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე („ორჰუსი“, დანია), თორნიკე მუმლაძე („ჩიხურა“ საჩხერე) გიორგი ფანცულაია („ტორპედო“ ქუთაისი), ირაკლი შეყილაძე („ემპოლი“ იტალია)


საქართველოს 21 წლამდე ნაკრები მატჩისთვის მზადებას 3 სექტემბერს დაიწყებს. შეხვედრა საქართველოსა და ესტონეთის ახალგაზრდულ გუნდებს შორის, მესხის სახელობის სტადიონზე, 6 სექტემბერს, 19 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი 5 ლარს შეადგენს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 2

iventusi_rati 01-სექ, 12:12

თქვენი იმედი გვაქვს.

Red_Army 01-სექ, 00:44

მიდით ბიჭებოოო !!! კარგი თაობა გვეზრდება !
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018