აირჩიეთ გუნდი:

17-წლამდელებს პოლონეთიდან ვერცხლი მოაქვთ



საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა, “Syrenka Cup”- ის გათამაშებაზე, პოლონეთის ქალაქ პლოცკში მეორე ადგილი დაიკავა.

ფინალური მატჩი, სადაც გიორგი დევდარიანის გუნდის მეტოქე დანიის ნაკრები გახლდათ, პლოცკის ცენტრალურ, „ვისლას“ სტადიონზე გაიმართა.

“Syrenka Cup”. სტადიონი „ვისლა პლოცკი“. ფინალი

საქართველოU17 - დანიაU17 1:2 (0:0)

საქართველოU17: გოშაძე, გელაშვილი, მარგველაშვილი, ტაბიძე, შულაია, მალანია (კაპ), თევზაძე, ზარანდია, გოროზია, ბერიძე (ჩაფიძე 50), კერძევაძე

მთ.მწვრთნელი - გიორგი დევდარიანი

დანიაU17: იესპერსენი, ანუსიჩი, ე.იოჰანსენი (ს.სორენსენი 68), კრისტენსენი, ლარსენი (პინდი 63), რაბენი (ინგვარდსენი 50), ლ.ანდერსენი, ფრანკოხი, ელ-საედი (ოლესენი 41), გემერი, ტომასენი

მთ.მწვრთნელი - იან მიჰაელსენი

გოლები: მალანია (70 პენ), კრისტენსენი (77, 80)

გაფრთხილება: ოლესენი, ზარანდიაე.იოჰანსენი

გაძევება: გოშაძე (49)

ფინალური მატჩი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. პირველ ტაიმში, ასპროცენტიანი საგოლე მომენტები არც ერთ გუნდს არ ჰქონია. დამაჯერებლად გამოიყურებოდა მეკარე ოთო გოშაძე, რომელმაც 2 რთული ბურთის მოგერიება შეძლო. თუმცა, ტაიმის ბოლოს ქართველი ფეხბურთელები გააქტიურდნენ და რამდენიმე გააზრებული კომბინაციაც გაითამაშეს.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა მატჩში გადამწვეტი მომენტი დადგა - უხეში თამაშისთვის მსაჯმა მოედნიდან ჩვენი გოლკიპერი გააძევა და დევდარიანის გუნდი კაცნაკლული დარჩა.

დანიელებმა უფრო და უფრო მეტად შემოგვიტიეს. თითქოს, მათ კარს საფრთხეც არ ემუქრებოდა, მაგრამ 69-ე წუთზე, ბურთისთვის თავდადებით იბრძოლა კერძევაძემ და ნახევრადწაქცეულ მდგომარეობაში, ერთი შეხებით დანიელთა მეკარესთან პირისპირ დატოვა ლუკა ზარანდია, რომელიც უკვე საჯარიმოში, წესების დარღვევით შეაჩერეს და მსაჯმაც უყოყმანოდ დანიშნა თერთმეტმეტრიანი. პენალტი აუღელვებლად შეასრულა ზურა მალანიამ და 1:0 დავწინაურდით.

მატჩის ბოლომდე, გამარჯვებამდე მისაყვანად ოთხიოდე წუთი რჩებოდა, როცა დანიელებმა კუთხურიდან ჩამოწოდებულითა და კრისტენსენის თავურით გაგვითანაბრეს. კიდევ ორიოდ წუთში კი, იმავე კრისტენსენმა მატჩის დამატებით დროში გადაყვანისა და მოგების ყოველგვარი შანსი მოგვისპო და მეორე გოლიც გაიტანა.

საბოლოოდ, დევდარიანის მებრძოლმა გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა და თასთან ერთად, ტურნირის ორგანიზატორებისგან ვერცხლის მედლებიც მიიღო.

ჩვენთვის ყველაზე სასიამოვნო ფაქტი კი, რაც დაჯილდოებაზე მოხდა, ჩვენი ნაკრების ნახევარმცველის - ლუკა ზარანდიას ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელება იყო.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა, ამ ტურნირზე მონაწილეობით მშვენიერი რეპეტიცია გაიარა ოქტომბრის ელიტრაუნდის შესარჩევი მატჩების წინ, რომელიც თბილისში გაიმართება და ჩვენი მეტოქეები უკრაინის, ლუქსემბურგისა და შოტლანდიის გუნდები იქნებიან.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები საქართველოში 1 სექტემბერს, ღამით დაბრუნდება.

სფფ-ის პრესსამსახური

პლოცკი, პოლონეთი

წყარო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია  

1

636

{awards}

{awards-link}

#1

ავტორი: iventusi_rati  

საღოლ მაგრამ დანიელებმა როგორ მოუგენ.
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.