ინფორმაცია სანაკრებო თამაშების ბილეთებზე

ინფორმაცია სანაკრებო თამაშების ბილეთებზე

4-09-2012, 13:09

"მიხეილ მესხის" სტადიონის სალაროებში ეროვნული ნაკრების საშინაო თამაშებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე, კვლავ პარალელურ რეჟიმში გრძელდება საქართველო-ბელორუსის (7 სექტემბერი) და საქართველო-ესპანეთის (11 სექტემბერი) ბილეთების გაყიდვა. ყველა სალარო დილის 10-დან 22 საათამდე მუშაობს.

შეგახსენებთ ბილეთების ფასებს: საქართველო - ბელორუსი - 5, 10,15, 20 ლარი.

საქართველო - ესპანეთი - 10, 15, 20 ,30 ლარი

ბილეთების შეძენისას, გთხოვთ, თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საქართველოსა და ესპანეთის თამაშის ბილეთების ძირითადი ნაწილი გაყიდვაში გამოვა 5 სექტემბრიდან.

საქართველო - ბელორუსის მატჩის დასაწყისია 21:00 საათი. საქართველო - ესპანეთი კი, 21:30 წუთზე დაიწყება. ორივე მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" გაიმართება.

სფფ-ის პრესსამსახური

# 574ავტორი: iventusi_rati
ეე მეც მინდა მაგრამ მე ქობულეთიდან ვარ ჩმაოსასვლელი.
# 2783ავტორი: Sportnews
მინდა ესპანეთთან წასვლა

--------------------

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

შემოგვიერთდით