ნაკრებს სირბილაძეღა აკლია

ნაკრებს სირბილაძეღა აკლია

5-09-2012, 17:29

საქართველოს ეროვნული ნაკრები აგრძელებს მზადებას მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის საშინაო მატჩებისთვის.

თემურ ქეცბაიამ „ჯვაროსნები“ კვლავ „ბასაზე“, საღამოს ავარჯიშა. გუნდს გვიან ღამით შეუერთდება ბოლო ლეგიონერი - ფინეთის ჩემპიონატის ბომბარდირი - ირაკლი სირბილაძე. ასე რომ, 5 სექტემბრის ვარჯიშს ჩვენი გუნდი უკვე სრული შემადგენლობით გამართავს.
გულშემატკივარს უკვე მოეხსენება, რომ ქეცბაიას რამდენიმე იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუხდა. ბოლო ცვლილება, ტრავმირებული ჯაბა დვალის ნაცვლად, გორის „დილას“ ნახევარმცველის - ზურაბ არზიანის გამოძახება იყო.

გუნდის საბოლოო შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: გიორგი ლორია („დინამო თბილისი“), როინ კვასხვაძე („ზესტაფონი“), ომარ მიგინეიშვილი („ტორპედო“, ქუთაისი)

მცველები: გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), ზურა ხიზანიშვილი („ქაისერისპორი“, თურქეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი („კრასნოდარი“, რუსეთი), გიორგი ფოფხაძე („ბაკი“, აზერბაიჯანი), გია გრიგალავა („ვოლგა“, რუსეთი), უჩა ლობჟანიძე („კრივბასი“, უკრაინა), აკაკი ხუბუტია („გაზ-მეთანი“, რუმინეთი), გიორგი რეხვიაშვილი („დინამო“ თბილისი), დავით კვირკველია(„დილა“გორი)

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი („კარპატი“, უკრაინა), ჯაბა კანკავა („დნიპრო“, უკრაინა), ჯანო ანანიძე („სპარტაკი“ მოსკოვი, რუსეთი), დავით თარგამაძე („ილიჩევეცი“, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი („ილიჩევეცი“, უკრაინა), ალექსანდრე კობახიძე („არსენალი“ კიევი, უკრაინა), სანდრო გურული, ზურაბ არზიანი (ორივე „დილა“, გორი) ირაკლი მაისურაძე („მეტალურგი“ რუსთავი), თორნიკე გორგიაშვილი („ზესტაფონი“)

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე („ემპოლი“, იტალია), ირაკლი სირბილაძე („ინტერ ტურკუ“, ფინეთი)

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
# 872ავტორი: Richie
ვაწაძე??? am
# 81ავტორი: Red_Army
Alex_Song,
მოიცა კაცო ნახავ რას ვიზამთ wink დვალი ჰეთ-თრიკს შეასრულებს ბელარუსთან და ესპანეთთან დუბლს დაჯერდება lol
# 433ავტორი: Alex_Song
Red_Army,
წინადადება შეგეშალა wink
# 81ავტორი: Red_Army
გადავუვლით ბელარუსებს და ესპანელებს lol
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით