აირჩიეთ გუნდი:

ქეცბაიას ნაკრებში ზაზა ფაჩულიას მენტალიტეტის ადამიანები სჭირდება



2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ბელარუსთან მატჩით იწყებს და ესპანეთით აგრძელებს.

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონზე საუბარს არ ვაპირებთ და ამის სურვილი არც საქართველოს ნაკრების მწვრთნელს თემურ ქეცბაიას ჰქონია ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" გამართულ დღევანდელ პრესკონფერენციაზე. რამდენჯერმე თქვა კიდეც, დღეს ბელარუსთან თამაშზე სასაუბროდ ვართ შეკრებილიო.

საქართველო და ბელარუსი ჯგუფში ერთმანეთს თვლიან უშუალო კონკურენტად. უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოს ნაკრებს ბელარუსთან წარმატებისთვის დიდი ძალისხმევა დასჭირდება. უშეღავათო ბრძოლაში საქართველოს ნაკრები დიდ ენერგიას დახარჯავს, რაც ესპანეთთან ისედაც უშანსოდ მყოფ ჯვაროსნებზე უთუოდ აისახება. მაგრამ, ასეა თუ ისე, ეს არის ჩვენი გუნდი და მას გულშემატკივრობა სჭირდება.

თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენციის დასასრულს სწორედ ეს თქვა: კარგია თუ ცუდი, ეს საქართველოს ნაკრებია და ჩვენიაო.

”მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევი ციკლი იწყება. ყველამ კარგად იცის, რამდენად რთულ ჯგუფში მოვხვდით. ბელარუსის ნაკრებთან მატჩისთვის ოთხი-ხუთი დღეა ვემზადებით. იმედი მაქვს, ბიჭები იბრძოლებენ, ბოლომდე დაიხარჯებიან და შედეგს მიაღწევენ. ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის - ბოლომდე თავდაუზოგავად ბრძოლა.

ეროვნულ ნაკრებში ბევრი ტრავმის გამო ვერ გამოვიძახეთ, მაგრამ ვინც გუნდშია, ყველა ჯანმრთელადაა.
ძალიან გვინდა ბელარუსთან ისე დამთავრდეს შეხვედრა, რომ გულშემატკივარმა ჩვენით იამაყოს.

შეიძლება ნაკრებში ვარსკვლავები არ გვყავს, მაგრამ გვინდა გვყავდეს გუნდი, რომელიც იბრძოლებს. ვარსკვლავები არც ბელარუსის ნაკრებს ჰყავს, მაგრამ ფეხბურთის განვითარების თვალსაზრისით ნამდვილად სწორ გზაზე დგანან. ამის დასტურია ის, რომ

მათი გუნდები უკვე რამდენიმე წელია სისტემატურად თამაშობენ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, რაც, ცხადია, მათ ეროვნულ ნაკრებზეც აისახება.
ერთ-ერთი ვარსკვლავი, ვინც შეიძლება მეტოქე გუნდიდან გამოვყო, ალექსანდრ გლებია. მან თავის დროზე წარმატებული კარიერა გაიარა, მაგრამ ბოლო წლებში ვეღარ ბრწყინავს. ტრავმის გამო ის ჩვენ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.
ჩვენს გუნდში ცალკე რომელიმე რგოლს ვერ გამოვყოფ. გუნდურ თამაშს ვაპირებთ. ბელარუსის ნაკრებთან მოგების გასაღები თავდადებაშია. თუ საშუალება გვექნება, ბოლომდე შევუტევთ.

ჩემთვის მთავარია ბოლომდე დავიხარჯოთ. თუ მეტოქე გუნდმა ჩვენზე უკეთ ითამაშა, ესე იგი, თავს ზემოთ ძალა არაა.
ერთხელაც ვიტყვი, ესპანეთის ნაკრები ძალიან ძლიერი და პოპულარული გუნდია, მაგრამ ძალიან ცუდი იქნება, თუ ხალხი სტადიონზე მხოლოდ მათ საყურებლად მოვა. მათ ისედაც მრავლად ჰყავთ ქომაგები, ჩვენ კი ისეთი გულშემატკივარი გვჭირდება, რომელიც სტადიონზე საქართველოს ნაკრების საქომაგოდ მოვა და არა ესპანეთის.
ვიცი, რომ ქართული ფეხბურთის დღევანდელ მდგომარეობაზე ბევრი გულნატკენია, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს მდგომარეობა გამოვასწოროთ. ეს ჩვენი გუნდია და თუ მასზე ხელი ჩავიქნიეთ და მხარში არ დავუდექით, არაფერი გამოვა. ერთ დღეში გუნდი არ აშენებულა. როდესაც შედეგებს ვითხოვთ, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, ვინ გვყავს, ვინ სად თამაშობს.
დიდ პატივს ვცემ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს. ზაზა ფაჩულია, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში და ჩემპიონატში თამაშობს, ნაკრებში ჩამოდის და, ტრავმის მიუხედავად, ბოლომდე იხარჯება. სწორედ ასეთი მენტალიტეტის ადამიანები გვჭირდება ეროვნულ გუნდში".

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ”ეროვნულზე” ღია ვარჯიში ჩაატარა. 15 წუთი, რომელიც გამოყოფილი იყო ჟურნალისტებისთვის, ფეხბურთელთა მოთელვაში გაილია.

წყარო: News  

3

847

{awards}

{awards-link}

#3

ავტორი: iventusi_rati  

ზაზას ნაირებიც და უკეთესებიც გვეყოლება ცოტა ხანში.

{awards}

{awards-link}

#2

ავტორი: Red_Army  

ეს ფეხბურთია ჩვენ კიდევ ქართველებს მცირე თუ გვყავს ეგეთი ... მემგონი საერთოდ არ არიან ეგეთები... ზაზა სხვაა ეგეთი კაცი რომ გვყავდეს ფეხბურთში მაგარია, იბრძოლებს ყ ოველთვის ბოლომდე და გადაწმყვეტ მომენტში დაგვეხმარება

{awards}

{awards-link}

#1

ავტორი: Sportnews  

ძნელია არ დაეთანხმო ქეცბაას, მიუხედავად ტრავმისა ფაჩულია ყოველთვის ნაკრებშია და 2 წუთი მაინც თუ შეუძლია თამაში თამაშობს და ნაკრებბიც გაჰყავს ევროპაზე

გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.