აირჩიეთ გუნდი:

ქეცბაია: მეამაყება, რომ ამ ფეხბურთელების მწვრთნელი ვარ



7 სექტემბერს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევი ციკლის I ჯგუფის მატჩი გაიმართა, სადაც საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ბელორუსის ნაკრები ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ ორივე გუნდის მწვრთნელები ჟურნალისტების წინაშე წარსდგნენ.

თემურ ქეცბაია: "მადლობა მინდა გადავუხადო ბიჭებს, რომლებმაც ბოლომდე იბრძოლეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს, ზუსტად ამას ვამბობდი რამდენიმე დღის წინ, ბოლომდე ბრძოლა და სტადიონზე 100 პროცენტით დახარჯვა. სწორედ ასე მოქმედებდნენ ჩვენი ფეხბურთელები. მეამაყება, რომ ამ ბიჭების მჭვრთნელი ვარ.

ბელორუსი კარგი გუნდია და მან ეს წარსულში არაერთხელ დაამტკიცა. გვქონდა სირთულეები მატჩის დროს, მაგრამ ფეხბურთელებმა შეძლეს ამის გადალახვა და გამარჯვება დამსახურებულად მოიპოვეს.

გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს, რომლებსაც უფრო მეტი ენერგია აქვთ. სწორედ, მათი დამსახურებით იყო, რომ მეორე ტაიმი უკეთესად ჩავატარეთ. 1:0-ზე, როცა მჭედლიძე შევცვალე, რა თქმა უნდა ანგარიშის შენარჩუნებაზე ვფიქრობდი და ბიჭებმა ამ ამოცანას თავი კარგად გააართვეს.

რაც შეეეხება სანდრო კობახიძეს, მას სერიოზული ტრავმა აქვს. ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია ჩვენს ნაკრებში და ძალიან დაგვაკლდა. დარწმუნებული ვარ სანდრო ძალიან გამოგვადგებოდა, თუმცა ის თამაშს სავარაუდოდ 3 კვირა ვერ შეძლებს. მის დაბრუნებას ალბათ ოქტომრისთვის ველოდებით".

გეორგი კონდრატიევი: "პირველ რიგში მინდა საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მივულოცო. თამაში არ წაგვივიდა, ალბათ ჩვენი დღე არ იყო. გვქონდა საგოლე მომენტები, მაგრამ რეალიზაციასთან დაკავშირებით პრობლემები გვაქვს, გოლები ვერ გაგვაქვს. გარდა ამისა, პოზიციურად ბევრ შეცდომას ვუშვებდით.

რაც შეეხება ჩვენ შანსებს ჯგუფიდან გასვლის თაობაზე, შანსები მიზერულია, მითუმეტეს წავაგეთ და ეს შანსი კიდევ უფრო შემცირდა.

მეტოქე გუნდიდან ვერავის გამოვყოფ, მთლიანად გუნდს გამოვყოფდი. მატჩის მსვლელობისას გვინდოდა თამაშის გადაწყობა, მაგრამ სამი იძულებული ცვლილება განვახორციელეთ და ამან თავისი როლი ითამაშა".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ბელორუსის ეროვნული გუნდი 52-ე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილის გოლით დაამარცხა. 11 სექტემბერს "ჯვაროსნები" ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებენ.

ქეცბაია: მეამაყება, რომ ამ ფეხბურთელების მწვრთნელი ვარ

წყარო: sportall  

3

982

{awards}

{awards-link}

#3

ავტორი: CESC FABREGAS  

კარიგი გუნდი ჩამოაყალიბა ,ახალგაზრდა ფეხბურტელები რომლეისც დღეს არიან ისენი ბევრად ჯობენ ზოგიერთ თავის წინა მორბედს რომელტაც 90 წუტი სირბილიც კი არ შეეძლოთ :))))

{awards}

{awards-link}

#2

ავტორი: iventusi_rati  

ეს მაგარ ნაკრებს დაყენებს.

{awards}

{awards-link}

#1

ავტორი: Sportnews  

მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, ქეცბაიამ პირველ შესარჩევზე შეარჩია ის ფეხბურთელები, რომლებსაც მეორე შესარჩევზე დაეყრდნობოდა, ახლა ამათ ათამაშებს და შეათამაშებს, თან ესენი ახალაგზრდები არიან და გაიზრდებიან და დაიხვეწევიან, საბოლოო აქცენტი კი 2016 წლის ევროპის შესარჩევზე გაკეთდება,ს ადაც უკვე ჩამოყალიბებული გუნდი გვეყოლება და წესით უნდა გავიდეთ, სწორია, რომ მხოლოდ 2 წელი არ გააჩერეს ეს კაცია, დრო უნდა მივცეთ ამას და ძალიან კარგ ნაკრებს ჩამოაყალიბებს, პლუს თუ ქართული გუნდებიც მიახწევენ წარმატებებს , მთლად კარგად იქნება ყველაფერი

გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.