აირჩიეთ გუნდი:

დელ ბოსკე: “საქართველოს სიტუაციის გართულება შეუძლია”



“გულწრფელად ვამბობ, რომ საქართველოს ნაკრებს სიტუაციის გართულება შეუძლია. კარგად ორგანიზებული გუნდია და საშინაო კედლებიც დაეხმარება, ამიტომაც, ბოლომდე კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ. ჩემს ფეხბურთელებს განსაკუთრებულად მოტივირება არ სჭირდებათ. მათ უკვე იციან, რომ გუნდები სუსტ და ძლიერ მეტოქეებად არ უნდა დაჰყონ”, – ეს მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელის, ვისენტე დელ ბოსკეს სიტყვებია.

“ფურია როხას” ულვაშა თავკაცმა ჟურნალისტების კითხვებს კასილიასისა და ჩავის პრესკონფერენციის შემდეგ უპასუხა. მანამდე კი დელ ბოსკე მშვიდად იჯდა საპრესკონფერენციო დარბაზში. დინჯი, აუღელვებელი, ჭკვიანური გამოხედვით – არც მაშინ გაბრაზებულა, როცა პრესკონფერენციის დროს მიკროფონი გაითიშა. როცა დარბაზში ხმაური ისმოდა, ლაპარაკს წყვეტდა.

- ევროპის ჩემპიონატზე, მეტწილად, ნომინალური თავდამსხმელის გარეშე ათამაშებდით გუნდს. ახლა ხომ არ აპირებთ ვილია-ტორესის დუეტის აღდგენას?

- ამას ხვალ გაეცემა პასუხი, მანამდე კი გეტყვით, რომ ნაკრებში მყოფი ყველა ფეხბურთელი გუნდის მექანიზმის მნიშვნელოვანი ნაწილია.
- პედრომ საუდის არაბეთთან დუბლი შეასრულა. მას ამჯერადაც ყველაზე წინწაწეულ ფეხბურთელად გამოიყენებთ?
- პედრო აუცილებლად ითამაშებს, მაგრამ ასევე ვაპირებთ ვილიას გამოყენებას.
- რა დატვირთვას მისცემდით საქართველოსთან მატჩს?
- ჩვენ ორ შესარჩევში 18 მატჩი მოვიგეთ და ასევე გვსურს გაგრძელება. ის ხაზი უნდა გავატაროთ, რასაც 4 წლის განმავლობაში ვატარებდით. ამიტომაც, წარმატებით უნდა დავიწყოთ ეს შესარჩევიც.
- ხომ არ იქნება ფეხბურთელთა მხრიდან მოდუნების მომენტი? ესპანეთმა ყველა ტიტული მოიპოვა და მოტივაციის ნაკლებობაზე ხომ არ შიშობთ?
- არა. ამასთან, ჩვენს გუნდში არიან ასაკოვანი ფეხბურთელებიც, რომლებსაც სურთ, რომ ბრაზილიაში მოხვდნენ და იქ დაიცვან მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. ჩვენ საქართველოსთან თამაშით ვიწყებთ მსოფლიოს ჩემპიონატს...
- საქართველოს ნაკრების შეფასება?
- გულწრფელად ვამბობ, რომ საქართველოს ნაკრებს სიტუაციის გართულება შეუძლია. კარგად ორგანიზებული გუნდია და საშინაო კედლებიც დაეხმარება, ამიტომაც, ბოლომდე კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ. ჩემს ფეხბურთელებს განსაკუთრებულად მოტივირება არ სჭირდებათ. მათ უკვე იციან, რომ გუნდები სუსტ და ძლიერ მეტოქეებად არ უნდა დაჰყონ.
- ესპანეთის ნაკრებს ვარსკვლავები არც წინა წლებში აკლდა, მაგრამ მხოლოდ ერთხელ, 1964 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი. 2008 წლამდე კი დიდი ტურნირების მოგებას ვერ ახერხებდა. რის ხარჯზე მოახდინა ესპანეთმა ასეთი ნახტომი, რომ ნომერ პირველ ნაკრებად იქცა?
- გეთანხმებით, რომ ვარსკვლავები ადრეც გვყავდა, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ ჩვენ გვაქვს ახალი მოდელი, ბრწყინვალე ფეხბურთელების კრებული. ამასთან, იღბალი. და ის, რომ ესპანეთის ნაკრები დღეს ასეთი ძლიერია, ქვეყნის ფედერაციის მიერ სწორად აღებული კურსის დამსახურებაა.
- ხომ არ გაქვთ იმის საშიშროება, რომ მეტოქეები თქვენს სათამაშო სტილს ალღოს აუღებენ და გაგიჭირდებათ? ამის გამო ხომ არ აპირებთ ცვლილებების გაკეთებას?
- უპირველესად, ეს მოდელი შეიქმნა ფეხბურთელთა მიერ. ჩვენ გვყავს მოთამაშეები, რომლებსაც შეუძლიათ საჭირო დროს თავი დაიცვან და როცა დასჭირდებათ, შეუტიონ. მეორე გაცილებით ხშირად ხდება. ეს უნივერსალური სტილია, რომელსაც ერთვის სანახაობრიობა და ამას დაუმატეთ, რომ ძლიერი ფეხბურთელები გვყავს.
- რა თქმა უნდა, ესპანეთი შესარჩევ ჯგუფში უდავო ფავორიტია. თქვენი აზრით, სხვა გუნდებს რა შანსი აქვთ?
- ყველას შეუძლია სიტუაციის გამწვავება. როგორც უკვე ვთქვი, მეტოქეებს სუსტებად და ძლიერებად არ ვყოფთ. ეს ეთ-ერთი ფაქტორია, რამაც ამდენ გამარჯვებამდე მიგვიყვანა.
- “ბარსელონასა” და “რეალის” ფეხბურთელებს “ელ კლასიკოს” დროს ხშირად აქვთ კონფლიქტი. ადრე შიშობდით, ეს ნაკრებზე უარყოფითად იმოქმედებსო, თუმცა ასე არ მომხდარა. თქვენ გიწევთ ამ კონფლიქტების მოგვარება თუ თავად ფეხბურთელები თანხმდებიან ერთმანეთთან?
- “რეალი” და “ბარსელონა” განსხვავებულნი არიან, მათ ურთიერთშეხვედრებზე ძალიან ბევრის თქმა შეიძლება, მაგრამ ორივე გუნდში არიან ისეთი ფეხბურთელები, რომელთა სიტყვას დიდი ძალა აქვს. თავად მოთამაშეებს გათავისებული აქვთ, რომ ესპანეთის სახელის დასაცავად გუნდში კარგი ატმოსფეროს შექმნაა საჭირო.

დელ ბოსკე: “საქართველოს სიტუაციის გართულება შეუძლია”

დელ ბოსკე: “საქართველოს სიტუაციის გართულება შეუძლია”

დელ ბოსკე: “საქართველოს სიტუაციის გართულება შეუძლია”

დელ ბოსკე: “საქართველოს სიტუაციის გართულება შეუძლია”


 

2

947

{awards}

{awards-link}

#2

ავტორი: Richie  

გული კარგს მიგრძნობს :)

{awards}

{awards-link}

#1

ავტორი: Red_Army  

დაგერხა დელ ბოსკე .... ხვალ დაგმარხავენ lol
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.