Image

კასილასისა და ჩავის ინტერვიუ მატჩის წინ

საქართველო 10-სექ, 17:419 Red_Army 2101


სასტუმრო “რედისონის” საპრესკონფერენციო დარბაზში ვისენტე დელ ბოსკემდე იკერ კასილიასმა და ჩავიმ ისაუბრეს ჟურნალისტებთან. განსაკუთრებული არც ერთს უთქვამს და არც მეორეს – აღნიშნეს, რომ საქართველოს სერიოზულ მეტოქედ აღიქვამენ, მათთვის უცხო მეტოქეა და ასევე, შესარჩევ ეტაპზე ფეხის დაცდენის უფლება არ აქვთ, რადგან შესაძლოა, ამან ბრაზილიისკენ მიმავალი გზა გაურთულოთ. საუბარია 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე:
- როგორ მატჩს ელით?
ჩავი: - ეს თამაში უაღესად მნიშვნელოვანია. უნდა მოვიგოთ არა მხოლოდ იმიტომ, რომ მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონები ვართ, არამედ იმიტომაც, რომ შესარჩევი ეტაპი წარმატებით დავიწყოთ და სიტუაცია არ გავირთულოთ. საქართველოს ნაკრები სერიოზული მეტოქეა. ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და წარმატებას მივაღწიოთ.
კასილიასი: - მოტივირებულები ჩამოვედით. ხვალ პირველი ოფიციალური მატჩი გველის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ. გვსურს, მოგებით დავიწყოთ შესარჩევი. ასეთივე მოტივირებულები ვიქნებით საფრანგეთთან, ფინეთთან და ბელარუსთან მატჩებში.
- უკვე იცით, როგორი ტაქტიკური სქემით ითამაშებთ?
ჩავი: - სქემას ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენი თამაშის მანერა არ შეიცვლება. გვაქვს იმის ძალა, რომ საქართველოსთან დომინანტები ვიყოთ. ბრაზილიისკენ მიმავალი გზა ხვალიდან იწყება.
- ბევრი მიიჩნევს, რომ ესპანეთის ნაკრების გამოკვეთილ სათამაშო მანერას ალღოს აუღებენ. ამის გამო რაიმეს შეცვლას არ აპირებთ?
კასილიასი: - ჩვენ ამ სტილმა მიგვიყვანა გამარჯვებამდე. “რეალსა” და “ბარსელონას” თავიანთი სათამაშო მანერა აქვთ, რასაც არ ღალატობენ. ასევე ხდება ესპანეთის ნაკრებშიც და მივყვებით ბოლომდე. არ აქვს მნიშვნელობა, მეტოქე რა ძალისაა და როგორ თამაშობს.
ჩავი: - იკერმა აბსოლუტურად ზუსტად ჩამოაყალიბა. ჩვენ არ ვაპირებთ სათამაშო მანერის შეცვლას.
- საქართველოს ნაკრებზე რა ინფორმაცია გაქვთ? რომელიმე ქართველ ფეხბურთელს გამოარჩევთ?
კასილიასი: - ვნახეთ ბელარუსთან მატჩის ჩანაწერი. საქართველომ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. გამოვარჩევდი მეკარე ლორიას, ანანიძესა და ოქრიაშვილს.

კასილასისა და ჩავის ინტერვიუ მატჩის წინ

კასილასისა და ჩავის ინტერვიუ მატჩის წინ

კასილასისა და ჩავის ინტერვიუ მატჩის წინ

კასილასისა და ჩავის ინტერვიუ მატჩის წინ

კასილასისა და ჩავის ინტერვიუ მატჩის წინ

კასილასისა და ჩავის ინტერვიუ მატჩის წინ

კასილასისა და ჩავის ინტერვიუ მატჩის წინ

კასილასისა და ჩავის ინტერვიუ მატჩის წინ


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Richie 10 სექტემბერი 2012 21:08
ლორიამ 1-2 კარგი სეივი მართლა გააკეთა...
CESC FABREGAS 10 სექტემბერი 2012 20:55
7 7
Sportnews 10 სექტემბერი 2012 20:11
მშვენიერიაა , კასილასი როგორც ყოველთვის გამოირჩევა თავის კომენტარებით, ლოიალობით და პატივისცემით, იგივეს ვიტყვი ხავისზე
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
iventusi_rati 10 სექტემბერი 2012 18:00
კასილას ლორია მოწონებია.
Red_Army 10 სექტემბერი 2012 17:48
დაერხათ მასტებს რას ჩამოდიოდნენ ... კასილასი შერცხვება მაგრა lol
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (192)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა